| 
 
   Wine Glossary
  
    | 
       სოავე (Soave) 
     | 
    
      მშრალი თეთრი ღვინო ვერონას რეგიონიდან, (ვენეტო, იტალია). არსებობს სოავეს ნახევრად ტკბილი სახეობაც, ღეციოტო დი შოავე, მდიდარი ხილის ტონებით, რომელიც ნაწილობრივ გამომშრალი ყურძნისაგან მზადდება.       | 
   
 
 
 
  
    | 
       სოლერა (Solera) 
     | 
    
      ღვინის დასაძველებელი კასრების იარუსების ქვედა რიგი, განკუთვნილი ყველაზე ძველი ღვინოებისთვის. ნიშნავს აგრეთვე ღვინის დაყენების სისტემას, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდა ღვინოში ძველის დამატებას მის გასაუმჯობესებლად. დაძველების ეს სისტემა გამოიყენება იერესის გენეროზო ღვინოებისათვის.       | 
   
 
 
 
  
    | 
       სომელიე (Sommelier) 
     | 
    
      პიროვნება, რომელიც პასუხისმგებელია რესტორნებში ღვინის შეთავაზებაზე.        | 
   
 
 
 
  
    | 
       სოტეღნი (Sauternes) 
     | 
    
      საფრანგეთის ყველაზე ცნობილი ტკბილი ღვინო, საფრანგეთში არსებობს ხუთი სოფელი, სადაც ასეთი ღვინო მზადდება.       | 
   
 
 
 
  
    | 
       სპუმანტე (Spumante) 
     | 
    
      1. შუშხუნა თეთრი ღვინო, დამზადებული მუსკატის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც მოდის ჩრდილოეთ იტალიის პიემონტის რეგიონში. ამ ღვინოს “იტალიის შამპანურსაც” უწოდებენ. 2. იტალიური ტერმინი შუშხუნა ღვინისათვის.       | 
   
 
 
 
  
    | 
       სრული (Full-bodied) 
     | 
    
      ტერმინი ასახავს ღვინის სიმკვრივეს (სხეულს) ან პირში მისი დაგემოვნების თვისებებს. გარდა ამისა, ის ეხება მაგარ ღვინოებს ძლიერი გემოთი და თაიგულით და შაქრის ან ალკოჰოლის შედარებით მაღალი შემცველობით. 
        | 
   
 
 
 
  
    | 
       სტრუქტურა (Structure) 
     | 
    
      ღვინის თვისებების ერთობლიობა, რომელიც ხასიათდება შემდგარი მისი მჟავიანობით, ალკოჰოლიანობით, ტანინების შემცველობით და სხვა.       | 
   
 
 
 
  
    | 
       სუნთქვა (Breathing) 
     | 
    
      ღვინის ბოთლის გახსნა მის დალევამდე გარკვეული ხნით ადრე. წითელ ღვინოს, როგორც წესი, მეტი დრო სჭირდება «სასუნთქად», ვიდრე თეთრს, რომელსაც ეს ხან საერთოდ არ სჭირდება. შუშხუნა ღვინოებს კი «სუნთქვა» არ სჭირდება.       | 
   
 
 
 
  
    | 
       სუნი (Smell) 
     | 
    
      ღვინის ხარიახის ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელია სუნი. იგი შემდეგი ფაქტორებით განისაზღვრება: არომატი, თაიგული და ყნოსვა. თუ ღვინოს ეს თვისებები  არ ახასიათებს, ე. ი. ღვინო ცუდია, ან ზედმეტად დაძველებული.        | 
   
 
 
 
  
    | 
       სურნელოვანი (Fragnant) 
     | 
    
      ძალიან არომატული და ყვავილოვანი ღვინო. არსებობს სუნელებისა და ხილის სხვადასხვა არომატები, როგორებიცაა: ანანასის, შავი მოცხარის, ატმის, გარგარისა, ვაშლის და სხვა. ღვინოში ხილის სურნელების უპირველესი განმსაზღვრელია ყურძნის ჯიში.       | 
   
 
 
 
 
     |