| 
 
   ღვინის ლექსიკონი
  
    | 
       სოლერა (Solera) 
     | 
    
      ღვინის დასაძველებელი კასრების იარუსების ქვედა რიგი, განკუთვნილი ყველაზე  ძველი ღვინოებისთვის. ნიშნავს აგრეთვე ღვინის დაყენების სისტემას, რომელიც  ითვალისწინებს ახალგაზრდა ღვინოში ძველის დამატებას მის გასაუმჯობესებლად.  დაძველების ეს სისტემა გამოიყენება იერესის გენეროზო ღვინოებისათვის.       | 
   
 
 
 
  
    | 
       სომელიე (Sommelier) 
     | 
    
      პიროვნება, რომელიც პასუხისმგებელია რესტორნებში ღვინის შეთავაზებაზე.       | 
   
 
 
 
  
    | 
       სორბინ მჟავა 
     | 
    
      სორბინ მჟავა (sorbic acid) -  ამატებენ ღვინოში განსაზღვრული რაოდენობით. სორბინ მჟავა და მისი მარილები ზრდიან ღვინის შენახვის ვადას საფუარის უჯრედების განვითარების ინჰიბირების გზით, ისე რომ არ ცვლიან მის ორგანოლეპტიკურ თვისებებს.       | 
   
 
 
 
  
    | 
       სოტეღნი (Sauternes) 
     | 
    
      საფრანგეთის ყველაზე ცნობილი ტკბილი ღვინო, საფრანგეთში არსებობს ხუთი სოფელი, სადაც ასეთი ღვინო მზადდება.       | 
   
 
 
 
  
    | 
       სპუმანტე (Spumante) 
     | 
    
      1. შუშხუნა თეთრი ღვინო, დამზადებული მუსკატის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც  მოდის ჩრდილოეთ იტალიის პიემონტის რეგიონში. ამ ღვინოს “იტალიის  შამპანურსაც” უწოდებენ. 2. იტალიური ტერმინი შუშხუნა ღვინისათვის.       | 
   
 
 
 
  
    | 
       სრული (Full-bodied) 
     | 
    
      ტერმინი ასახავს ღვინის სიმკვრივეს (სხეულს) ან პირში მისი დაგემოვნების  თვისებებს. გარდა ამისა, ის ეხება მაგარ ღვინოებს ძლიერი გემოთი და  თაიგულით და შაქრის ან ალკოჰოლის შედარებით მაღალი შემცველობით.       | 
   
 
 
 
  
    | 
       სტრუქტურა (Structure) 
     | 
    
      ღვინის თვისებების ერთობლიობა, რომელიც ხასიათდება შემდგარი მისი მჟავიანობით, ალკოჰოლიანობით, ტანინების შემცველობით და სხვა.       | 
   
 
 
 
  
    | 
       სუნთქვა (Breathing) 
     | 
    
      ღვინის ბოთლის გახსნა მის დალევამდე გარკვეული ხნით ადრე. წითელ ღვინოს,  როგორც წესი, მეტი დრო სჭირდება «სასუნთქად», ვიდრე თეთრს, რომელსაც ეს ხან  საერთოდ არ სჭირდება. შუშხუნა ღვინოებს კი «სუნთქვა» არ სჭირდება.       | 
   
 
 
 
  
    | 
       სუნი (Smell) 
     | 
    
      ღვინის ხარიახის ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელია სუნი. იგი შემდეგი  ფაქტორებით განისაზღვრება: არომატი, თაიგული და ყნოსვა. თუ ღვინოს ეს  თვისებები  არ ახასიათებს, ე. ი. ღვინო ცუდია, ან ზედმეტად დაძველებული.       | 
   
 
 
 
  
    | 
       სურნელოვანი (Fragnant) 
     | 
    
      ძალიან არომატული და ყვავილოვანი ღვინო. არსებობს სუნელებისა და ხილის  სხვადასხვა არომატები, როგორებიცაა: ანანასის, შავი მოცხარის, ატმის,  გარგარისა, ვაშლის და სხვა. ღვინოში ხილის სურნელების უპირველესი  განმსაზღვრელია ყურძნის ჯიში.       | 
   
 
 
 
 
     |