| 
 
   Wine Glossary
  
    | 
       სუფთა (Clean) 
     | 
    
      ღვინო უსიამოვნო სუნის ან გემოის გარეშე.       | 
   
 
 
 
  
    | 
       სხეული/სიმკვრივე (Body) 
     | 
    
      ჩვეულებრივ იხმარება პირში  ღვინის “სიმძიმის” ასაღწერად. ღვინოები შეიძლება დაიყოს მსუბუქ-, ზომიერად და სრულ-სხეულიან ღვინოებად. კაბერნე სოვინიონი წარმოადგენს სრულ-სხეულიანი ღვინის მაგალითს, სოვინიონ ბლანი კი – მსუბუქ-სხეულიან ან ზომიერად სხეულიან ღვინოს.       | 
   
 
 
 
  
    | 
       ტანინი (Tannin) 
     | 
    
      მწარე, მთრთიმლავი ნივთიერება, რომელიც მოიპოვება წიპწაში, კლერტში და ყურძნის კანში. ტანინები შეიძლება ღვინომ შეიწოვოს ხის კასრისაგანაც. პირში იწვევს მქლერტავ და წებოვან შეგრძნებას.       | 
   
 
 
 
  
    | 
       ტანინიანი (Tannic) 
     | 
    
      ღვინო, რომელშიც ტანინები ჭარბობს ხილის არომატს და სხვა თვისებებს. ტანინიანი ღვინო კარგად არ არის გაწონასწორებული.       | 
   
 
 
 
  
    | 
       ტაფელვაინი (Tafelwein) 
     | 
    
      გერმანული ტერმინი მაგიდის ღვინისათვის.       | 
   
 
 
 
  
    | 
       ტემპერატურა (Temperature) 
     | 
    
      ყველა ტიპის ღვინოს დალევის ოპტიმალური ტემპერატურ აქვს: თეთრი მშრალი ღვინოებისაღვის ესაა 8–12 გრადუსი, თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინოებისათვის – 6-8 გრადუსი; მსუბუქი წიტელი ღვინოებისათვის – 10-12 გრადუსი; სრული წითელი ღვინოებისათვის – 18-22 გრადუსი. ტკბილი, ქაფიანი და შამპანური ღვინოებიათვის 6–9 გრადუსი. ვარდისფერი და წითელი ღვინოებისათვის – 10–14 გრადუსი. ნაკლებტანინიანისათვის 15–16 გრადუსი.        | 
   
 
 
 
  
    | 
       ტოკაი 
     | 
    
      შესანიშნავი უნგრული ღვინო. მზადდება გადამწიფებული ან "კეთილშობილური სიდამპლით" დაზიანებული ყურძნისაგან. დამზადებისას გამოიყენება ტრადიციული, ორიგინალური ტექნოლოგია. ტოკაის ღვინოები გამოირჩევა ჰარმონიულობით, თაფლისა და ქიშმიის არომატით.       | 
   
 
 
 
  
    | 
       ტოსკანა 
     | 
    
      ტრადიციული მეღვინეობის სამშობლო იტალიაში.. ტოსკანა იყო ღვინის ექსპერიმენტების ძირითადი ცენტრი.  ხარისხიანი ღვინოების წარმოშობაში დომინირებს ვაზის ჯიშები – სანჟიოვეზი და ტრებიანო. თეთრებისათვის – შარდონე.         | 
   
 
 
 
  
    | 
       ტყავისებრი (Leather) 
     | 
    
      ზოგიერთი წითელი ღვინის კეთილშობილი არომატი, რომელიც გამოწვეულია ბოთლებში გამათხელებელი (აღმდგენელი) დაძველების წყალობით.       | 
   
 
 
 
  
    | 
       უბრალო (Simple) 
     | 
    
      არართული, ორდინალური ღვინო.       | 
   
 
 
 
 
     |