სიახლე ღვინის მოყვარულებს15 ივლისი 2012
მარანმა ღვინის მოყვარულებს მორიგი სიახლე შესთავაზა: გაყიდვაში ჩაეშვა სატრაპეზო მწვანე 2010 – 6000 წლოვანი ტრადიციით ქვევრში დაღვინებული მწვანეს ყველაზე ელეგანტური ვერსია.
სატრაპეზო მწვანე 2010 ამ ღვინის პირველი პარტიაა. გამოირჩევა მოელვარე ოქროსფერი შეფერილობით და ხანგრძლივი, სასიამოვნო დაგემოვნებით. პირველ ჯერზე ჩამოისხა მხოლოდ 3600 0,75 ლ ბოთლი და 51 1,5 ლ-იანი ბოთლი.
სატრაპეზო მწვანე 2010 დეკანტერი 2012 ღვინის საერთაშორისო დაჯილდოების ერთ-ერთი ფავორიტი და ვერცხლის მედლის პრიზიორია. წელსვე მისი გამოჩენა ოქროს მედლით აღინიშნა ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსზეც. სრული ინფორმაცია სატრაპეზო მწვანე 2010-ის შესახებ იხილეთ აქ.
|