Marani Logo

მარანი ენოექსპო 2012-ზე

30 ოქტომბერი 2012

კრაკოვი, პოლონეთი. 2012, 23 ოქტომბერი – მე-4 მეღვინეობის კონკურსი ენოექსპო 2012-ის შედეგები ცნობილია.


მარანის მიერ წარდგენილმა ოთხმა ღვინომ პროფესიონალურ, ბრმა დეგუსტაციაში საპრიზო ადგილები მოიპოვა. სატრაპეზო მწვანე 2010 ოქროს მედლით შეფასდა, ვერცხლის მედალი აიღო მარანის ფიროსმანი 2011-მა, ხოლო მარანის მუკუზანი 2008 და ალაზნის ველი როზე 2011 ბრინჯაოს მედლის პრიზიორები გახდნენ.


მე-4 მეღვინეობის კონკურსი ენოექსპო 2012-ის მიზანია ცალკეულ კატეგორიებში საუკეთესო ღვინოების გამოვლენა ენოექსპო 2012-ის  მედალის მოსაპოვებლად. კონკურსი ენოექსპო 2012-გან დამოუკიდებლად ტარდება და ღვინის მწარმოებლები აქ თავიანთი პროდუქციის შეფასებას ანდობენ გამოცდილ და ობიექტურ პროფესიონალებსა და ღვინის ჟურნალისტებს.


კონკურსზე მხოლოდ იმ ღვინოების წარდგენაა დასაშვები, რომლებიც  უკვე იყიდება პოლონეთში ან იგეგმება მათი წარდგენა პოლონეთის ბაზარზე უახლოეს მომავალში.