CBI და Vino Revue-მ ღვინის დეგუსტაციას ჩეხეთში უმასპინძლა
თებერვალი 28, 2013: მარანის ღვინოები დააგემოვნეს ჩეხეთში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციაზე. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ CBI და Vino Revue, ყველაზე პოპულარული ღვინის ჟურნალი ჩეხეთში.
დეგუსტაციის წინ ჩატარდა ქართული ღვინის მასტერკლასი, რომელსაც უძღვებოდა 11 გზის ჩემპიონი ჩეხი სომელიე, ბ-ნ ივო დვორაკი. უამრავმა ჩეხმა ღვინის მოყვარულმა გამოთქვა მასტერკლასზე დასწრების სურვილი, მაგრამ მხოლოდ რეგისტრირებულთა ნახევარს (40 სტუმარს) მიეცა ამის შესაძლებლობა.
ქართული ღვინისადმი ინტერესი იგრძნობოდა უშუალოდ ღვინის დეგუსტაციის დროსაც. 200-ზე მეტმა ღვინით მოვაჭრემ დააგემოვნა სხვადასხვა კომპანიის ქართული ღვინოები. ღვინის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, ქართულ ღვინოს მაღალი შეფასება ერგო. მარანის ღვინოებიდან კი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მუკუზანი 2009, რქაწითელი შარდონე 2012, საფერავი 2012, წინანდალი 2009, სატრაპეზო საფერავი 2011 და ქინძმარაული 2011.
|