Decanter 2013:მორიგი 7 ჯილდო მარანის ღვინოებს23 მაისი 2013
დეკანტერის 2013 წლის მსოფლიო ღვინის დაჯილდოებაზე მარანის 7-მა ღვინომ ბრინჯაოს მედალები მოიპოვა; მარანი საფერავი 2012, მარანი მუკუზანი 2009, მარანი ქინძმარაული 2011, მარანი კონდოლის ვენახების საფერავი 2010, სატრაპეზო 10 ქვევრი 2010, მარანი კონდოლის ვენახების რქაწითელი 2011 და მარანი რქაწითელი-შარდონე 2012 კიდევ ერთხელ აღიარეს პროფესიონალებმა.
დეკანტერის მსოფლიო ღვინის დაჯილდოება (DWWA) ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია მსოფლიოში. წელს 219 ღვინის ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ მსოფლიოს 52 ქვეყნის 14, 362 ღვინო დააგემოვნა. “დეკანტერის მსოფლიო ღვინის დაჯილდოება იმისთვის იმართება, რომ ხარისხი გამოავლინოს“, აცხადებს დაჯილდოების თავმჯდომარე სტივენ სპურიე. დეკანტერის მსოფლიო ღვინის დაჯილდოება 2013-ის ჟიურის წევრი, ჯან-მიშელ ვალე კი თვლის, რომ „ წელს დეკანტერის მსოფლიო ღვინის დაჯილდოებამ შეკრიბა მსოფლიოს საუკეთესო ღვინის სპეციალისტები თითოეული წარმოდგენილი ღვინის დასაგემოვნებლად და შესაფასებლად. ამგვარად, როცა ღვინო დეკანტერის ჯილდოს მფლობელი ხდება, ეს მხოლოდ სიამაყის საბაბს აძლევს მის შემქმნელთ“.
მარანი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ კომპანიებს შორის, რომლთა ღვინოები წელს მსოფლიოს საუკეთესო პროფესიონალებმა გამოარჩიეს და მაღალი შეფასება მისცეს.
|