Marani Logo

მარანის ღვინო რუსულ ბაზარზე შევიდა

19 ივლისი 2013

19 ივლისი, 2013 - მარანის ღვინის 150 000 ბოთლი დღეს რუსეთში გადაიტვირთა. კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტში მიღებული მოთხოვნების საფუძველზე აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე რუსეთში 1 მილიონზე მეტი ბოთლის გადატვირთვა იგეგემბა.

 

ცნობილია, რომ მარანის ღვინო რუსეთის ყველა დიდ ქალაქში გაიყიდება, თუმცა, მარანის ღვინოების მაქსიმალური კონცენტრაცია რუსეთის ევროპულ ნაწილში მოხდება.
 
კომპანიის მონაცემებით, რუსეთში გადატვირთული ღვინის რაოდენობა მარანის მთელი გაყიდვების 20-25% შეადგენს. ზურაბ რამაზაშვილი, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პოზიტიურად აფასებს მარანის ღვინის გაყიდვების პერსპექტივას რუსეთის ბაზარზე:   „ჩვენი ღვინო, მისი სტაბილური ხარისხიდან გამომდინარე,  2006 წლის ემბარგომდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი იყო რუსულ ბაზარზე. რუსეთის პროფესიონალურ ღვინის კონკურსებზე მიღებული გვაქვს 100 მეტი ოქროს მედალი. იმავდროულად, 3 წელი ზედიზედ ჩევნი კომპანია ფლობდა წლის ბრენდის ტიტულს რუსეთში. მე დიდი იმედი მაქვს რომ რუს მომხმარებელს ახსოვს ჩვენი ღვინო და ჩვენი კომპანიის დაბრუნება რუსულ ბაზარზე წარმატრებული იქნება.“