Marani Logo

ღია კარის დღე 2013

2 ოქტომბერი 2013

28 სექტემბერი, 2013 - თბილისის სადისტრიბუციო ქსელის, სასტუმროების, მსხვილი კვების ობიექტების წარმომადგენლებმა, ხელმძღვანელებმა, სომელიეებმა თელავის ღვინის მარანში „ღია კარის დღე 2013“-ი აღნიშნეს.

 
სტუმრებმა მოსიმინეს მიმდინარე წლის შეჯამება, დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიის უჟანგავი ფოლადის რეზერვუარები, ფერმენტატორები, თვალი მიადევნეს ცირკულაციის სისტემის მოწყობა-ინსტალაციის პროცესს მარანში. 
 
სტუმრებმა ხაზგასმით აღინიშნეს 2013 წლის განმავლობაში მარანის პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის შესახებ. ისინი გაეცნენ იმ ახალ პროდუქტებს, რომელსაც მარანი უახლოეს მომავალში შესთავაზებს მომხმარებელს. 
 
დეგუსტაცია გაიმართა მარნის ბაღში, სტუმრები მოიხიბლნენ კახური შემოდგომით და მარანის სტუმართმოყვარეობით. დეგუსტაციის შემდეგ სტუმრებმა ქინძმარაულის ვენახები დაათვალიერეს და  ყვარლის რესტორანში აღნიშნეს მორიგი არაჩვეულებრივი დღე მარანთან ერთად.