მარანის 2 ვერცხლი Mundus Vini 2014 ზაფხულის დეგუსტაციაზე25 სექტემბერი 2014
![]() მარანის კიდევ ორი ღვინო გამოარჩია და ვერცხლის მედლით შეაფასა ჟიურიმ Mundus Vini 2014 ზაფხულის დეგუსტაციაზე. მარანი ქინძმარაული ბიო 2012 და კონდოლის ვენახების საფერავი 2011 პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ვერცხლის პრიზიორები არიან. Mundus Vini ყოველ წელს გერმანიის ქალაქ ნოიშტადტ ვაინშტრასეზე იმართება. |