ღია კარის დღე 20141 ოქტომბერი 2014
28 სექტემბერი, 2014 - თბილისის სადისტრიბუციო ქსელის, სასტუმროების, მსხვილი კვების ობიექტების წარმომადგენლებმა, ხელმძღვანელებმა, სომელიეებმა თელავის ღვინის მარანში „ღია კარის დღე 2014“-ი აღნიშნეს. სტუმრებმა მოსიმინეს მიმდინარე წლის შეჯამება, დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიის უჟანგავი ფოლადის რეზერვუარები, ფერმენტატორები, თვალი მიადევნეს ცირკულაციის სისტემის მოწყობა-ინსტალაციის პროცესს მარანში.
სტუმრებმა ხაზგასმით აღინიშნეს 2014 წლის განმავლობაში მარანის პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის შესახებ. ისინი გაეცნენ იმ ახალ პროდუქტებს, რომელსაც მარანი უახლოეს მომავალში შესთავაზებს მომხმარებელს.
|