მუკუზანი 2012 ოქროს მფლობელია8 მაისი 2014
მარანის მუკუზანი 2012 IWC 2014-ის ოქროს პრიზიორია. ამავე კონკურსის ბრინჯაოს მედალი კი მარანის კიდევ ოთხმა ღვინომ მოიპოვა: კონდოლის ვენახების მწვანე-ქისი 2013, მარანის ალექსანდრეული 2013, სატრაპეზო საფერავი 2008 და ბიო ქინძმარაული 2012.
International Wine Challenge -ს (IWC) 1984 წელს ჩაეყარა საფუძველი და დღეს ის მსოფლიოში ღვინის ბრმა დეგუსტაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონკურსია. გასული 30 წლის განმავლობაში კონკურს შეუერთდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ღვინოები. ამ კონკურსის ფარგლებში მოწვეულია ღვინის არა ერთი მსოფლიო ექსპერტი. შესაბამისად, ეს შედეგები შთამბეჭდავია და ჩვენი ღვინის სტაბილურად მზარდი ხარისხის დადასტურებაა ყველა საფასო კატეგორიაში. |