Marani Logo

მარანის ჭაჭა საფერავი ვერცხლის პრიზიორია

15 დეკემბერი 2014

26 ნოემბერი, 2014 - მარანის ჭაჭა საფერავს ჩიკაგოში სასმელების ტესტირების ინსტიტუტის მიერ ვერცხლის მედალი მიენიჭა. ინსტიტუტის მიერ მომზადებული აღწერილობის მიხედვით, ჭაჭა საფერავს აქვს ”ნათელი ფერი, კომპლექსური, ხილის სასიამოვნო არომატი, პრალინი, მოხალული თხილი და ხილის მშრალი კანი, ხორბლის სუფთა კრემი, ვანილის და თაფლის კოქტეილი და ბოლოს პაპაია. გემრიელი და ელეგანტური სასმელი”.

 

სასმელების ტესტირების ინსტიტუტი დაარსდა 1981 წელს და მისი მიზანია მიაწოდოს მომხმარებელს მიუკერძოებელი ინფორმაცია სასმელების ბაზარზე არსებული ღვინის და სპირტიანი სასმელების შესახებ. 

 

მარანისთვის აღნიშნული ჯილდო მორიგი აღიარება და იმის დადასტურებაა, რომ მარანის  პროდუქცია მაღალ ხარისხს მუდმივად ინარჩუნებს.