მარანის ახალი ჩამოსხმის ხაზი24 მაისი 2015
ს.ს. თელავის ღვინის მარანი - კომპანია, სადაც ერთმანეთთან თანაზიარნი არიან თანამედროვე ტექნოლოგია და ძველი ტრადიცია. მრავალი წლის შრომით და გამოცდილებით კომპანია მივიდა იმ ეტაპზე რომ აღჭურვილიყო უახლესი ტექნოლოგიით, რომელთა შორის აღსანიშნავია მზა პროდუქციის წარმოების ხაზი. ხაზი შექმნილია იტალიაში, ღვინის აღჭურვილობის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების და ს.ს. „თელავის ღვინის მარანის“ დამფუძნებლების ურთიერთთანამშრომლობით. დანადგარის აწყობას დასჭირდა ერთ წელიწადზე მეტი.
|