მარანი მსოფლიოს გარშემო29 დეკემბერი 2022
თელავის ღვინის მარანი დიდი ექსპერიმენტისთვის ემზადება! პირველად მსოფლიოში, ქართული ჭაჭა მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ მიემართება გემით, რამდენიმე თვის განმავლობაში ზღვასთან სიახლოვეში დასავარგებლად. ამ ინიციატივის შთაგონების წყარო მსოფლიო მოგზაურების მიერ გადმოცემული ისტორიებია, რომლებმაც ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ აღმოაჩინეს ზღვის ტემპერატურის, ტენიანობის და ტალღებზე მუდმივი რწევის სასიკეთო ზეგავლენა სპირტიან სასმელებზე.
დეკემბრის თვეში განსაკუთრებული ჭაჭის მარაგებით სავსე მუხის კასრები სპეციალურად მომზადებულ კონტეინერში მოთავსდება და გაემგზავრება საქართველოს ზღვისპირეთში. მოგზაურობა ფოთიდან დაიწყება, მომდევნო რამდენიმე თვეს მარანის ჭაჭა ზღვებსა და ოკეანეებში მოგზაურობაში გაატარებს და ამავდროულად რამდენჯერმე გადაკვეთს ეკვატორის ხაზს.
საქართველო მსოფლიო რუკაზე უკვე მიჩნეულია როგორც ღვინის სამშობლო, თუმცა ღვინის დადუღების შემდგომ დარჩენილი ყურძნის დურდოსაგან გამოხდილი ჭაჭის ისტორია შედარებით ხანმოკლეა და ინტენსიურად მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება. თელავის ღვინის მარანის მიერ დაგეგმილი უპრეცედენტო დედამიწის გარშემო მოგზაურობის შედეგად, საოცრად არომატული ეს სასმელი კიდევ უფრო გამდიდრდება ისეთი მახასიათებლებით, რომელიც მას სრულიად უნიკალურს გახდის. ამასთან, ეს მოგზაურობა ხელს შეუწყობს ჭაჭის, როგორც კიდევ ერთი ტრადიციული, ქართული სასმელის შესახებ ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო დონეზე. |