London IWF 201020 მაისი 2010
2010 წლის 18-20 მაისს, ტრადიციულად, თელავის ღვინის მარანმა მონაწილეობა მიიღო ლონდონის საერთაშორისო ღვინის გამოფენაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენაა ამ სფეროში. ჩვენ წარმოვადგინეთ მარანისა და სატრაპეზოს სერიის ყველა ღვინო, მათ შორის, სრულიად ახალი, ქართული და ფრანგული ყურძნებისგან მიღებული ღვინოების ნაზავი: მარანი საფერავი-კაბერნე და მარანი რქაწითელი-შარდონე. აქვე წარვადგინეთ წინასწარი ჩამოსხმის კონდოლის ვენახების მწვანე-ქისი 2010 და რქაწითელი 2008. ლონდონის საერთაშორისო ღვინის გამოფენა მეტად ეფექტური საშუალებაა ღვინოების წარმოჩენის თვალსაზრისით და ჩვენ უაღრესად კმაყოფილი ვართ იმ აღმატებული შეფასებებით, რაც ჩვენმა ღვინოებმა დაიმსახურეს ადგილობრივი და საერთაშორისო ღვინის ჟურნალისტების და პრესის მხრიდან. |