Wine For Asia 201030 ნოემბერი 2010
Wine For Asia (ღვინო აზიისთვის), აზიის გრანდიოზული ღვინის გამოფენაა სინგაპურში, რომელმაც თავი დაიმკვიდრა, როგორც რეგიონის ყველაზე პრესტიჟულმა ღონისძიებამ ამ სფეროში. წელს გამოფენამ 4,000-მდე სტუმარი მოიზიდა 39 ქყვექნიდან. 2010 წლის 27-29 ნოემბერს Wine For Asia 2010-ზე თელავის ღვინის მარანი დებიუტანტის სტატუსის წარსდგა. ჩვენ წარვადგინეთ ღვინოების სრული სპექტრი რეგიონალურ, ადგილწარმოშობის, ერთი ვენახი და სატრაპეზო ღვინოების კატეგორიებში. ზოგადად, ადგილობრივი მომხმარებელს ნაკლებად აქვს ინფორმაცია ქართული ღვინის შესახებ, მაგრამ მათი მხრივ ჩვენი ღვინის უაღრესად პოზიტიურმა შეფასებებმა მოგვცა იმის საფუძველი, რომ ოპტიმისტურად შევაფასით ქართული ღვინის მომავალი ამ მშვენიერ ქვეყნაში. ჩვენს ღვინოებს შორის ამ ჯერად ყველაზე იღბლიანი მარანის კონდოლის ვენახების მწვანე-ქისი აღმოჩნდა: იგი 460 ღვინოში გამოარჩიეს და ბრინჯაოს მედლით შეაფასეს Wine Style Asia -2010-ზე გამართულ ღვინის კონკურსზე. გამოფენაზე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ადგილობრივ ღვინის იმპორტიორთან და სულ ცოტა ხანში პირველი კონტეინერი გადაიტვირთება სინგაპურის მიმართულებით. |