Marani Logo

PROWEIN 2011

9 აპრილი 2011

ყოველი წლის მარტის თვეში გერმანიის ქალაქ დუსელდორფში იმართება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა, PROWEIN. თელავის ღვინის მარანი 2000 წლიდან მონაწილეობს ამ ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენაში მსოფლიოს 46 ქვეყნის ღვინის მწარმოებლებთან ერთად.
PROWEIN-2011 (27-29 მარტი) გასულ წლებთან შედარებით ოდნავ განსხვავებულად წარიმართა. ჩვენი კომპანიის ღვინოები ორ სხვადასხვა სტენდზე გამოიფინა: პირველი, ქართული ღვინის ასოციაციის სტენდი მე-3 დარბაზში, მეორე კი ჩვენი ღვინის იმპორტიორების, კომპანია Pacific Wine Company Gmbh-ის, მე-6 დარბაზში. ამასთანავე, სხვა ქართულ ღვინოებთან ერთად VINUM-ის სტენდზე რუდოლფ კნოლმა ქართული ღვინის სტილის მრავალფეროვნების წარმოსაჩენად ჩაატარა მარანი მწვანე 2010 და სატრაპეზო საფერავი 2008 ღია დეგუსტაცია. ორივე მათგანმა მომხმარებლის და პროფესიონალების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. სულ წარმოვადგინეთ 14 სხვადასხვა ღვინო რეგიონალური, ადგილწარმოშობის, ერთი ვენახის და სატრაპეზოს სერიიდან, მათ შორის ისეთი ღვინოებიც, რომლებიც ჯერ არ არის ჩაშვებული გაყიდვაში. PROWEIN -2011 მორიგი წარმატებული გამოფენა აღმოჩნდა პირველ რიგში ჩვენი კომპანიის ღვინოების წარდგენის და სპეციალისტთა მხრივ შეფასების მიღების თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, საშუალება მოგვეცა გავცნობოდით მსოფლიო ტენდენციებს ღვინის სტილის, წარმოების და შეფუთვის კუთხით.