მარნის საფერავი როზე 201021 თებერვალი 2011
2011 წლის თებერვლის 21 მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი კომპანიის ისტორიაში. ამ დღეს პირველად, ღვინის ბოთლის დასახუფად ტრადიციული კორპის საცობის ნაცვლად, გამოვიყენეთ ხრახნიანი სახურავი. ამგვარად, ჩამოისხა 10 000 ბოთლი 2010 წლის მოსავლის მარანი საფერავი როზე(ვარდისფერი საფერავი). როგორც შვედეთის ალკოჰოლური სასმელების სახელმწიფო მონოპოლიის-სისტემბოლაგეტის მიერ გამართულ ტენდერში გამარჯვებული, მარანი საფერავი როზე 2010, უმეტესად შვედეთში გაიყიდება. დეტალური ინფორმაცია მარანი საფერავი როზეზე. |