სატრაპეზო საფერავი 200811 თებერვალი 2011
სატრაპეზო საფერავის 2008 წლის მოსავლის ღვინო ჩამოისხა 2011 წლის 10 თებერვალს. 2004 წელს მისი წარმოების დაწყებიდან, ეს არის ამ ღვინის რიგით მეოთხე მოსავლის ბოთლში ჩამოსხმა. სატრაპეზო საფერავის 2005 წლის მოსავალი არ დამზადდა, რადგან ყურძნის ხარისხი ამ წელს არ შეესაბამებოდა სატრაპეზოს სერიის ღვინოებისათვის მისაღებ სტანდარტებს. სულ 2008 წლის სატრაპეზო საფერავი ჩამოისხა 8350 ცალ 0,75 ლიტრიან და 100 ცალ 1.5 ლიტრიან ბოთლებში. მეტი ინფორმაცია სატრაპეზო საფერავი 2008-ის შესახებ |