მარანი მუკუზანი 200825 მარტი 2010
2010 წლის 24 მარტს ჩამოისხა მარანი მუკუზანის 2008 წლის მოსავლის ღვინო. მანამდე გაყიდვაში იყო 2005 წლის მოსავლის იმავე სახელწოდების ღვინო, რომლის დიდმა ნაშთებმა განაპირობა ახალი მოსავლის ღვინის დაგვიანებული წარმოება. 2005 წლის მოსავლის ღვინისგან განსხვავებით, რომელშიც მუხის ტონები დომინირებდა, 2008 წლის მოსავლის მუკუზანში წინა პლანზე უკვე ხილის ტონებია წამოწეული. გაყიდვაში ჩაშვებამდე ბოთლები 3 თვით დაძველდება ჩვენს მიწისქვეშა მარანში. მეტი ინფორმაცია მარანი მუკუზანი 2008-ის შესახებ. |