2011 წლის პირველი 30 ჯილდო19 მაისი 2011
თელავის ღვინის მარნისთვის 2011 წლის გაზაფხული მორიგი წარმატებული სეზონია ღვინის სამყაროს გამორჩეულად პრესტიჟული ჯილდოების სიმრავლის მხრივ. ტრადიციისამებრ, წელსაც, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს უმნიშვნოვალეს ღვინის კონკურსებში, რომლებსაც ყოველწლიურად ლონდონი მასპინძლობს: საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსი ( International Wine and Spirits Competition ), დეკანტერის მსოფლიო ღვინოების დაჯილდოება ( Decanter World Wine Awards ) და საერთაშორისო ღვინის კონკურსი ( International Wine Challenge). აღნიშნული კონკურსების შედეგები 2011 წლის 17 მაისს, ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე გახდა ცნობილი. მსოფლიოს ყველა კუთხიდან თავმოყრილ 10 000 ღვინოს შორის, მარანის რეგიონალური, ადგილწარმოშობის და ერთი ვენახის ღვინოები საერთაშორისო ჟიურიმ 30 სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაში გამოარჩია. მოპოვებული ჯილდოები კიდევ ერთი მყარი არგუმენტია ჩვენი ღვინოების მაღალი ხარისხისა და თვალნათლივ წარმოაჩენს ჩვენს მცდელობას მსოფლიოს წარვუდგინოთ საუკეთესო ხარისხის ქართული ღვინო ყველა საფასო სეგმენტში. |