მარანის გაყიდვები 20112 აგვისტო 2011
2011 წლის პირველი ნახევარი თელავის ღვინის მარანმა წარმატებით დაამთავრა და ზრდის მაჩვენებლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიის საერთო გაყიდვები ამა წლის პირველ 6 თვეში 45% გაიზარდა. ღვინის გაყიდვების ზრდა თანაბრადაა გამოხატული ყველა არსებულ ბაზრებზე. ასევე გაიზარდა საექსპორტო ქვეყნების ნუსხა. მათ დაემატათ შვედეთი და ყირგიზეთი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზრდის ნამატის მეტი წილი მოდის მაღალფასიანი ღვინოების ჯგუფებზე, როგორიცაა კონდოლის ვენახების და სატრაპეზო ღვინოების რიგი, რაც თავის მხრივ მაჩვენებელია მომხმარებლის დაინტერსების განსაკუთრებული ხარისხის, მაღალფასიანი ქართული ღვინოების მიმართ. |