რატომ ვაგვიანებთ რთველ 2011-ს23 აგვისტო 2011
ჩვენს ვენახებში ყურძნის შეთვალება ანუ ფერიცვალება აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყო. ეს არის ყურძნის მწიფობის პირველი ეტაპი, რაც გამოხატება მარცვლების დარბილებით და მათი ფერის ცვლილებით: ყურძნის მტევნის მწვანე ფერი იცვლება მოყვითალოთი(თეთრი ყურძენი) და მიწითალოთი(წითელი ყურძენი) და იმავდროულად იწყება შაქრის დაგროვება მარცვალში. წელს, ყურძნის შეთვალების პროცესი ჩვენს ვენახში მრავალწლიურ საშუალო მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 10 დღით გვიან დაიწყო, რაც სავარუდოდ რთველის გადავადებას გამოიწვევს ამავე დროით. გვიანი რთველი მაღალი ხარისხის მოსავლის ნიშანია და ჩვენც დიდი იმედი გვაქვს 2011 წლის მოსავლის ღვინის ხარისხი საუკეთესო იქნება. |