"ლივიკოს" წარმომადგენლობა მარანში26 სექტემბერი 2011
თელავის ღვინის მარანმა სექტემბრის ბოლოს უმასპინძლა მარანის ღვინოების უცხოელ დისტრიბუტორებს. 17-18 და 24-25 სექტემბრს კომპანიას სტუმრობდნენ ლატვიისა და ლიტვის იმპორტიორები SIA "LIVIKO“ და UAB ”LIVIKO”-დან და მათი კლიენტები. დაახლოებით 50 უცხოელი სტუმარისთვის მარანმა უზრუნველყო დაუვიწყარი ტურის ორგანიზება ქართლსა და კახეთში. უცხოელი იმპორტიორები მოიხიბლნენ ქართული კულტურით და ტრადიციებით. მათ საშუალება მიეცათ სრული წარმოდგენა შეექმნათ ქართული მეღვინეობის ისტორიაზე, საკუთარი თვალით ენახათ კახური რთველის სილამაზე და მარანის ღვინოების წარმოების დეტალებს გასცნობოდნენ. სტუმრებისთვის მოეწყო ღვინოების დეგუსტაცია ქინძმარაულის ზვრებში. ქართული ღვინით და სტუმართ-მასპინძლობით თავბრუდახვეული ლატვიელი და ლიტველი სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ნანახით და განაცხადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ბალტიისპირეთის ბაზარზე.
|