„ღია კარის“დღე მარანში2 ოქტომბერი 2011
2011 წლის 1 ოქტომბერს თელავის ღვინის მარანმა ტრადიციული „ღია კარის“ დღე აღნიშნა, სადაც, ჩვეულებისამებრ, მოწვეულნი იყვნენ საქართველოში წამყვანი რესტორნების, სასტუმროებისა და ჰიპერმარკეტების ქსელების მფლობელები და წარმომადგენლები. „ღია კარის“ დღის ტრადიცია ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და სტუმრები აგემოვნებენ იმ ახალ ღვინოებს, რომლებიც ჯერ არ არის ჩამოსხმული და გაყიდვაში ჩაშვებული. ამჯერად, 70 სტუმრისთვის დეგუსტაცია ქინძმარაულის ზვრებში მოეწყო, სადაც ამავდროულად ახალი სადეგუსტაციო დარბაზის პრეზენტაციაც შედგა. დაგემოვნებული ღვინის ხარისხმა და ქინძმარაულის ზვრებიდან გადაშლილმა ალაზნის ველის მშვენიერებამ აღაფრთოვანა სტუმრები. |