რთველი 201113 ოქტომბერი 2011
ყურძნის შეთვალებისას გამოთქმული პროგნოზი გვიანი რთველის შესახებ გამართლდა და მისი დაწყება მრავალწლიურ საშუალო მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 10 დღით დაგვიანდა. 2010 წელს "თელავის ღვინის მარანმა" რთველი კახეთში ოქტომბერს დაამთავრა, ხოლო წელს ოქტომბრის შუა რიცხვებში მოსავლის მეოთხედი კიდევ მისაღები აქვს. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის მეორე დეკადადან დადგა გრილი და უნალექო დღეები, რამაც ყურძნის თანაბარი და დროში გახანგრძლივებული მომწიფების პერიოდი გამოიწვია. ეს, თავის მხრივ, ერთ-ერთი წინაპირობაა საუკეთესო ხარისხის ღვინის მისაღებად. მაჭარის და ახლად დადუღებული ღვინის დეგუსტაციის შედეგები ძალიან კარგია და დიდი იმედი გვაქვს რომ 2011 წლის ყურძნის მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოთა შორის იქნება მარანის ისტორიაში. |