სატრაპეზო საფერავი 20092 ნოემბერი 2011
სატრაპეზო საფერავი 2009 წლის მოსავლის ღვინის პირველი პარტია ღვინის საბითუმო დისტრიბუტორებთან გადაიტვირთა 2011 წლის 1 ნოემბერს. 2004 წელს მისი წარმოების დაწყებიდან, ეს არის ამ ღვინის რიგით მეხუთე მოსავლის ბოთლში ჩამოსხმა. სატრაპეზო საფერავი ტრადიციულად მზადდება სპეციალურად გამოყოფილ ვენახში მორჩეული ყურძნისგან 6000 წლოვანი ქართული ტრადიციული მეღვინეობის შესაბამისი ტექნოლოგიით ქვევრებში, ღვინის კანზე ხანგრძლივი დაყოვნებით. სულ, 2009 წლის მოსავლის ღვინო ჩამოსხმულია 10500 ცალ 0,75 ლიტრიან და 110 1.5 ლიტრაინ ბოთლებში. სავარაუდოდ ღვინო დახლებზე ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდება, როდესაც ღვინის დისტრიბუტორები ამოწურავენ მის 2008 წლის მოსავალს. მეტი ინფორმაცია სატრაპეზო საფერავი 2009-ის შესახებ. |