Marani Logo

მასტერკლასები აბიტურიენტებისთვის

8 თებერვალი 2012

2012 წლის 3 თებერვალს ს.ს. „თელავის ღვინის მარანმა“ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის 20 აბიტურიენტისთვის დეგუსტაციის მასტერკლასის პირველ სესიას უმასპინძლა. მასტრეკლასი მოეწყო  პროგრამის, „გახდი სტუდენტი სამი დღით“, ფარგლებში. დეგუსტაციაზე აბიტურიენტებმა დააგემოვნეს მარანი რქაწითელი-შარდონე, მარანი საფერავი და მარანი ქინძმარაული. მასტერკლასს უძღვებოდნენ ს.ს. „ თელავის ღვინის მარანის“ პარტნიორი პროფესიონალი სომელიე და მეღვინეობის ინსტიტუტის მეღვინე. პირველმა სესიამ წარმატებით ჩაიარა. აბიტურიენტებმა სრული ინფორმაცია მიიღეს დეგუსტაციის ზოგად პრინციპებზე, კომპანია “თელავის ღვინის მარანის“, მისი პროდუქციის და ღვინის წარმოების შესახებ. 

 

აღნიშნული ღონისძიება საქართველოს რამოდენიმე ტელეარხის საშუალებით გაშუქდა. მოცემული პროგრამის ფარგლებში კიდევ 2 ანალოგიური მასტერკლასი გაიმართება.