Chengdu Wine Fair 201223 მარტი 2012
დუსელდორფში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენა PROWEIN 2012 (4-6 მარტი, 2012) მონაწილეობის შემდეგ, თელავის ღვინის მარანმა გადაინაცვლა ჩინეთის ყველაზე მსხვილ, რიგით 86 ღვინის და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე. ეს გამოფენა ტრადიციულად მარტის ბოლო დეკადაში სიჩუანის პროვინციის დედაქალაქ ჩენგდუში იმართება. წელს გამოფენაში მონაწილეობდა 3000 კომპანია, 20 სავაჭრო გაერთიანება და რეკორდული რაოდენობის, 200 000-მდე ვიზიტორი. კომპანიის ოფიციალურმა დისტრიბუტორმა ჩინეთში წარმოადგენა მარანის პროდუქციის სრული ასორტიმენტი. გამოფენის ფარგლებში გაიმართა თელავის ღვინის მარნის ორი პრეზენტაცია და ღვინის დეგუსტაცია: ერთი სასტუმრო კემპინსკიში, ხოლო მეორე – გამოფენის პირველ პავილიონში. ორივე შემთხვევაში მოწვეულები იყვნენ ღვინის მწერლები და დისტრიბუტორები ჩინეთის თითქმის ყველა რეგიონიდან. ეს იყო ქართული კომპანიის და ღვინის ამ ტიპის პირველი წარდგენა და მას მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივ პრესაში და რადიო არხებზე. |