მარანის მორიგი 29 ჯილდო25 მაისი 2012
2012 წლის 22 მაისს ლონდონის საერთაშორისო ღვინის გამოფენაზე (The London International Wine Fair) ოფიციალურად გამოვლინდა ყველაზე გავლენიან საერთაშორისო ღვინის კონკურსების, საერთაშორისო ღვინის და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (International Wine and Spirits Competition), დეკანტერის მსოფლიო ღვინის დაჯილდოების (Decanter World Wine Awards) და საერთაშორისო ღვინის კონკურსის (International Wine Challenge) , შედეგები. თელავის ღვინის მარანის ღვინოების მონაწილეობა სამივე კონკურსში წელს 29 ჯილდოთი აღინიშნა. მარანის მიერ კონკურსებზე წარდგენილმა 12 ღვინომ 11 ვერცხლის და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2012 წლის შედეგები შთამბეჭდავია და ეს ჩვენი ღვინის სტაბილურად მზარდი ხარისხის დადასტურებაა ყველა საფასო კატეგორიაში. |