Wine Glossary
ბაგა (Nursery)
|
ღვინოების განსავითარებელი. იარუსული სისტემით განლაგებული კასრები, რომელშიც ძველდება ღვინო ან შერი. |
ბალანსი (Balance)
|
წონასწორობა. ჰარმონიული დამოკიდებულება ღვინოში ალკოჰოლს, სიტკბოს, ხილის ტონებს, მჟავიანობასა და ტანინებს შორის. კარგად ბალანსირებულ ღვინოებს ყველა ამ ელემენტის სასიამოვნო თანაფარდობა ახასიათებს. ღვინის ბალანსი მხოლოდ მისი დაძველების შემდეგ შეიძლება იქნეს მიღწეული. |
ბალახისებრი (Herbaceous)
|
ღვინო, რომელსაც ბალახების გემო და არომატი აქვს. ბალახისებრი შეიძლება იყოს ძალიან ახალგაზრდა ღვინოები, რომლებიც დაძველების შედეგად გემოს შეიცვლიან. ეს თვისება გამოწვეულია უპირველესად ყურძნის ჯიშის გავლენით და არა ნიადაგის ან ჰავის ზემოქმედებით. |
ბანიული (Banyuls)
|
იშვიათი ფრანგული ღვინო, რომელსაც ჩვეულებრივ შოკოლადს ან სხვა ტკბილეულს აყოლებენ. ღვინო, რომელიც მზადდება გვიან დაკრეფილი გრენაშის ჯიშის ყურძნისაგან ალკოჰოლის 15%-ს უნდა შეიცავდეს. ციცაბო ფერდობებზე შეფენილი გრენაშის ვენახები გაშენებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის პატარა სოფელ ბანიულში, რუსილიონის სამხრეთ საზღვართან. |
ბარბარესკო (Barbaresco)
|
ცნობილი მსუბუქი წითელი ღვინო პიემონტიდან (იტალია), რომელიც ნებიოლოს ჯიშის ყურძნისაგან მზადდება. 2-3 წლის შემდეგ ის იღებს ხახვის ფოჩის ფერს. შედის იტალიურ საუკეთესო ღვინოებში. |
ბარბერა
|
წითელი ფერის ყურძენი პიემონტიდან. ვაზი ხარობს აგრეთვე კალიფორნიასა და არგენტინაში, ბრაძილიასა და უნგრეთში. ამ ვაზის ნამდვილი წარმოშობის ადგილია ასტის რეგიონი. ნიადაგის მიმართ ნაკლებ პრეტენზიული, ძლიერიგანვითარების ბარბერა გამოირჩევა შესანიშნავი ნაყოფიერებით და მისგან წარმოებული ღვინო მდიდარ სხეულიანია, ძოგჯერ მეტად ალკოჰოლურიც. დაძველებისას იძენს ჰარმონიულობას და დელიკატურ ბუკეტს. |
ბარდოლინო (Bardolino)
|
მსუბუქი, ოდნავ ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც აწარმოებენ ჩრდილოეთ იტალიის ვენეტოს რეგიონში. ეს ღვინო საუკეთესო დასალევია, სანამ ახალგაზრდაა. მზადდება კორვინას, ნეგრარას და მოლინერას ჯიშის ყურძნისაგან. |
ბაროლო (Barolo)
|
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური წითელი ღვინო, რომელიც მზადდება პიემონტში ნებიოლოს ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო მუქია, სრული, ტანინებისა და ალკოჰოლის მაღალი შემცველობით. იგი მნიშვნელოვნად უმჯობესდება ათეულობით წლის მანძილზე დაძველების შედეგად. |
ბახუსი (Bacchus)
|
ძველი რომაული ღვინის ღმერთის, დიონისეს ბერძნული სახელი. |
ბერენაუსლიზე (გერმ.) (Beerenauslese)
|
ტკბილი გერმანული თეთრი ღვინო აუსლიზედან, დამზადებული გვიან მოკრეფილი ბოტრიტიანი ყურძნისაგან. ყველა სხვა ტკბილ თეთრ ღვინოსთან შედარებით (აისვაინის გარდა) მას მეტი სინაზე და დახვეწილობა ახასიათებს. ჩვეულებრივ ეს ღვინო ძვირი და ძნელად საშოვნელია. |
ბიო-დინამიური (Bio-dynamic)
|
ბიო-დინამიურად წარმოებული ღვინოები მზადდება მინიმალური ფილტრაციის მეშვეობით, ქიმიური ან სინთეთიკური საშუალებების გარეშე, ნატურალური საფუარის და გოგირდის ორჟანგის გამოყენებით. |
ბლან დე ბლან (Blanc de blancs)
|
(ფრ.: თეთრი ღვინო თეთრი ყურძნისაგან) თეთრი ღვინო ან შამპანური, რომელიც მხოლოდ თეთრი ყურძნისგანაა დამზადებული. ეს ტერმინი ხშირად იხმარება შუშხუნა ღვინოებთან მიმართებაში. |
ბლან დე ნუარ (Blanc de noirs)
|
(ფრ.: თეთრი ღვინო შავი ყურძნისაგან) თეთრი ღვინო ან შამპანური, წარმოებული წითელი ყურძნისაგან, რომელიც ღვინდება მარცვლის კანის გარეშე (წითელი ყურძნის ჯიშების უმეტესობის მღებავი ნივთიერება კანში მოიპოვება, ლბილობი კი უფერულია). |
ბოდეგა (Bodega)
|
ღვინის ქარხანა ან ღვინის მარანი ესპანურად. |
ბოთლი (Bottle)
|
ღვინის შესანახად ყველაზე ფართოდ გამოიყენება მინის ბოთლები. მინა არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს ღვინოზე, ბოთლში ღვინის დიდი ხნით შენახვის შემთხვევაშიც კი. |
ბოთლის დაავადება (Bottle Sickness)
|
უჩნდება ღვინოს მისი ბოთლებში ჩამოსხმისას ან გადაზიდვისას და გამოიხატება ღვინის დასუსტებაში ან ორჟანგის გემოში, რომელიც გოგირდის დაბალი შემცველობითაა გამოწვეული. თუ ღვინო კარგად არის შენახული, ეს გემო დაახლოებით ორ-სამ კვირაში გაქრება. |
ბოთლში დაძველება (Bottle Aging)
|
ბოთლში დაძველებისას ღვინო მოიხმარს მხოლოდ იმ ჟანგბადს, რომელიც ბოთლშია. ეს პროცესი ხელს უწყობს ღვინის რაფინირებას. |
ბოჟოლე (Beaujolais)
|
მსუბუქი, წითელი, ახალგაზრდული ღვინო საფრანგეთიდან. გამოირჩევა ხილისა და ყვავილების არომატით.
|
ბოტრიტის ცინერეა (Botrytis cinerea)
|
კეთილშობილური სიდამპლე (Noble rot) სოკო, რომელიც ხელს უწყობს შაქარისა და გემოს კონცენტრირებას ყურძენში. ეს არის ერთადერთი სოკო, რომლის არსებობაც ახარებს მეღვინეებს. ბოტრიტისებული ყურძნის მარცვლები ნაოჭდება, კარგავს წყალს და მასში შაქრის შემცველობავინაიდან იზრდება.სწორედ ასეთი ყურძნისგან მზადდება მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტკბილი ღვინოები. |
ბოქოი (Bocoy)
|
700 ლიტრის ტევადობის ხის ჭურჭელი, რომელიც კასრებზე დიდია. |
ბრენდი
|
ღვინის დისტილირების შედეგად მიღებული მაგარი ალკოჰოლის შემცველობის სასმელი. |
ბრმა დეგუსტაცია (Blind Tasting)
|
ღვინის დეგუსტაცია, რომლის მსვლელობაშიც დეგუსტატორმა არ იცის, თუ რომელ ღვინოებს სინჯავს. ყველა კონკურენტული დეგუსტაცია ბრმად ტარდება.
|
ბრუნელო მონტალჩინო (Brunello Montalcino)
|
ბრუნელოს ჯიშის ყურძენი, რომელიც იტალიაში, სამხრეთ ტოსკანაში იზრდება. მისგან მზადდება სრული, მდიდარი, მძლავრი, დაძველების კარგი პოტენციალის მქონე ღვინოები, რომლებიც, DOCG-ის მოთხოვნის თანახმად, სამნახევარი წლის განმავლობაში უნდა ძველდებოდეს კასრებში და დაწურვიდან სულ ცოტა, ოთხი წლის შემდეგ გავიდეს გაყიდვაში. როსსო დი მონტალჩინო (მონტალჩინოს წითელი), რომელიც ასევე ბრუნელოს ჯიშის ყურძნისაგან მზადდება, შეიძლება კასრში დაძველების გარეშე გაიყიდოს. |
ბრუტი (Brut)
|
შამპანურის, ან სხვა შუშხუნა ღვინოების ყველაზე მშრალი ტიპი. თუმცა, ყველზე მშრალი ღვინოებიც შეიცავს სულ ცოტა შაქარს მაინც. |
ბრწყინვალე (Brilliant)
|
აღწერს ღვინოს, რომელსაც აქვს ნათელი, სუფთა შეხედულება, ანკარა ანარეკლებით. |
ბუკეტი (Bouquet)
|
არომატების კომბინაცია, რომელიც ახასიათებს უკვე დაყენებულ ღვინოს და რომელიც წარმოიქმნება ღვინის დადუღების და დაძველების პროცესში, არა აქვს მნიშვნელობა, ხდება ეს კასრში თუ ბოთლში. |
|