Marani Logo

Wine Glossary

დაბინდული (Cloudy)

მქრქალი, გაუმჭვირვალე ღვინო.
 

დაბოლოვება (Finish)

სასმელის გადაყლაპვის შემდეგ პირში დარჩენილი გემოს შეგრძნება. ზოგი შეიძლება იყოს უხეში, წებოვანი, მწარე, ნაზი, რბილი და ელეგანტური გემო.

დადუღება (Fermentration)

ყურძენში შაქრის დაშლისის პროცესი ალკოჰოლად და ნახშირორჟანგად, რომელიც დამოწვეულია საფუარის მოქმედებით. პროცესი საკმაოდ დელიკატურია. წითელი ყურძნის შემთხვევაში მოითხოვს რამდენიმე დღეს ფერმეტაციისათვის, ვარდისფერისათვის დუღილი გრძელდება კანთან ერთად რამდენიმე საათს.

დამატება (Topping up)

სუფთა ღვინის ალკოჰოლის დამატება ტკბილზე დუღილის შესაჩერებლად, რის შედეგადაც ღვინოში რჩება გაუხსნელი შაქრის გარკვეული რაოდენობა, რაც დამახასიათებელია ნატურალური ლიქიორული ღვინოებისათვის. ეს მეთოდი გამოიყენება აგრეთვე მაღალიალკოჰოლური შემადგენლობის “გენეროსო” ღვინოებში.

დამწიფებული

ღვინო, რომელიც ბოლომდე განვითარებულია და მზადაა ჩამოსასხმელად.

დანატოვარი (Aftertaste)

გემო, რომელიც პირში რჩება ღვინის დალევის (გადაყლაპვის) შემდეგ. ეს გემო შეიძლება იყოს: ცხიმოვანი, მუხისებური, სანელისა, მწვავე ან მწარე.

დაშაქვრა (Chaptalization)

შაქრის დამატება ტკბილში ალკოჰოლის შემცველობის გაზრდის მიზნით.

დაწმენდა (Fining)

(გამჭვირვალება) ღვინის დაწმენდის პროცესი,  გამოწვეული გარკვეული დანამატების შეყვანით, რომლებსაც ფსკერზე მიაქვს ღვინოში არსებული ზედმეტი ნაწილაკები. ამისათვის გამოიყენება კვერცხის ცილა, კაზეინი, ჟელატინი, თევზის წებო და ა.შ.

დეკანტაცია (Dekanter)

დაწმენდა. ეს არის ოპერაცია, რომელიც საშუალებას იძლევა ღვინოს მოსცილდეს ლექი, რომელიც ტანინებისა და მღებავი ნივთიერებების მიერაა გამოწვეული ძველ ღვინოებში.

დელიკატური (Delicate)

ღვინო მსუბუქი რბილი გემოთი, სურნელოვანი და მკვრივი.

დემეტალიზირებული

ღვინო, რომელიც გაწმენდილია ჭარბი რაოდენობის მეტალებისაგან.

დიდი კასრი (Tun)

ძალიან დიდი კასრი ღვინის შესანახად – ზოგიერთ მათგანში შეიძლება 300,000-მდე ბოთლი ღვინო ჩავიდეს.

დიდი მოსავალი/წელი (Big vintage/year)

ეს ტერმინები აღნიშნავს კარგ წლებს, როდესაც  განსაკუთრებულმა ბუნებრივმა პირობებმა ხელი შეუწყო ჩვეულებრივზე უკეთესი ღვინოების წარმოებას. ეს ტერმინები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც იყოს გამოყენებული, რათა აღწეროს წელი, როდესაც მიღებული იქნა დიდი მოსავალი.

დიდი ღვინო (Big wine)

სადეგუსტაციო ტერმინი, რომელიც აღწერს სავსე ღვინოს განსაკუთრებით მძლავრი გემოთი.