Marani Logo

Wine Glossary

ღვინის გასასინჯი (Tastevin)

ლამბაქის ფორმის პატარა ფინჯანი, რომელიც ოფიციანტების მიერ ღვინის დასაგემოვნებელად გამოიყენება. ჩვეულებრივ, ეს ფინჯანი დამზადებულია კარგად გაპრიალებული ვერცხლისაგან, მას აქვს  პატარა ნაჩვრეტები, რომლებიც დამგემოვნებელს საშუალებას აძლევს შეაფასოს ღვინის ფერი და გამჭვირვალობა.

ღვინის მაგისტრი (Master of wine)

წოდება, რომელსაც ანიჭებს 1953  წელს ინგლისში დაარსებული მეღვინეობის ინსტიტუტი. ეს არის განსაკუთრებული ორგანიზაცია, რომელიც მოითხოვს მკაცრი, სამდღიანი გამოცდის ჩაბარებას. ამ წოდების მქონე პიროვნებას შეუძლია თავისი სახელის შემდეგ მიუთითოს წოდება M.W.

ღვინის სარდაფი (Chai)

მარნისგან განსხვავებული მიწისზედა სათავსო საფრანგეთში, რომელიც გამოიყენება ღვინის შესანახად და დასაძველებლად. განსაკუთრებით პოპულარულია ბორდოში.

ღვინის ქვა (Tartar)

უვნებელი ნივთიერება, “ტარტარული მჟავა”, რომელიც ფერმენტაციის დროს იხსნება, მაგრამ თუ ღვინო გაცივდა კასრში ქვა კრისტალდება და ილექება ღვინოში. ზოგჯერ შეიძლება ბოთლის ძირშიც შეგვხვდეს.

ღვინო (Wine; Vino, ect)

ყურძნის ტკბილის დადუღების შედეგად მიღებული ნატურალური სასმელი.

ღვინომასალა

ღვინომასალა ყურძნის დუღილის შედეგად მიღებული ნახევარფაბრიკატი.