ღვინის ლექსიკონი
ღვინის გასასინჯი (Tastevin)
|
ლამბაქის ფორმის პატარა ფინჯანი, რომელიც ოფიციანტების მიერ ღვინის დასაგემოვნებელად გამოიყენება. ჩვეულებრივ, ეს ფინჯანი დამზადებულია კარგად გაპრიალებული ვერცხლისაგან, მას აქვს პატარა ნაჩვრეტები, რომლებიც დამგემოვნებელს საშუალებას აძლევს შეაფასოს ღვინის ფერი და გამჭვირვალობა. |
ღვინის მაგისტრი (Master of wine)
|
წოდება, რომელსაც ანიჭებს 1953 წელს ინგლისში დაარსებული მეღვინეობის ინსტიტუტი. ეს არის განსაკუთრებული ორგანიზაცია, რომელიც მოითხოვს მკაცრი, სამდღიანი გამოცდის ჩაბარებას. ამ წოდების მქონე პიროვნებას შეუძლია თავისი სახელის შემდეგ მიუთითოს წოდება M.W. |
ღვინის სარდაფი (Chai)
|
მარნისგან განსხვავებული მიწისზედა სათავსო საფრანგეთში, რომელიც გამოიყენება ღვინის შესანახად და დასაძველებლად. განსაკუთრებით პოპულარულია ბორდოში. |
ღვინის ქვა (Tartar)
|
უვნებელი ნივთიერება, “ტარტარული მჟავა”, რომელიც ფერმენტაციის დროს იხსნება, მაგრამ თუ ღვინო გაცივდა კასრში ქვა კრისტალდება და ილექება ღვინოში. ზოგჯერ შეიძლება ბოთლის ძირშიც შეგვხვდეს. |
ღვინო (Wine; Vino, ect)
|
ყურძნის ტკბილის დადუღების შედეგად მიღებული ნატურალური სასმელი. |
ღვინომასალა
|
ღვინომასალა ყურძნის დუღილის შედეგად მიღებული ნახევარფაბრიკატი. |
|