ღვინის ლექსიკონი
ჩალისებრი (Straw)
|
სუფთა თეთრი ღვინო, რომელსაც ჩალისფერი დაჰკრავს. |
ჩამოსხმულია შატოში (Chateau Bottled)
|
ნიშნავს, რომ ღვინო ჩამოსხმულია ბოთლებში იმ შატოში, რომლის სახელიც მითითებულია ეტიკეტზე. ეს პრაქტიკა შემოღებული იქნა საფრანგეთში, განსაკუთრებით ბორდოში, ფალსიფიცირებასთან საბრძოლველად. ყველა ხარისხიანი ფრანგული ბორდოს ღვინოების ეტიკეტზე მინიშნებულია: “ჩამოსხმულია შატოში” (“Mis en bouteille au chateau”) ან “ჩამოსხმულია მამულში” ("Mis en Bouteille au Domaine"). ეს ღვინოები მაღალი ხარისხისაა. დღესდღეობით ძნელია იმის მტკიცება, რომ შატოში ჩამოსხმული ღვინო სხვებზე მაღალი ხარისხისაა. |
ჩინური
|
ქართლის თეთრყურძნიანი აბორიგენული ჯიში. მისი სახელწოდება წარმოსდგება "ჩინებულისაგან" (საუცხოო). გამოირჩევა, როგორც მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიში. მისგან ამზადებენ სუფრის ღვინოებს. იყენებენ შამპანურის ღვინომასალად. |
ჩხავერი
|
გურიის ვარდისფერი ყურძნის აბორიგენული ჯიში. მისგან დამზადებული ღვინოები გამოირჩევა სინაზით, სასიამოვნო გემოთი და ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით. |
ჩხვლეტა (Prickle)
|
ზოგიერთ ახალგაზრდა ღვინოში არსებული ძალიან წვრილი ბუშტულები. |
|