Marani Logo

ღვინის ლექსიკონი

ვალპოლიჩელა (Valpolicella)

მსუბუქი, ნახევრად მშრალი წითელი ღვინო, რომელიც ვერონას მახლობლად მზადდება იტალიის ვენეტოს რეგიონში. ეს ღვინო ჩვეულებრივ ახალგაზრდა ისმება.

ვანილისებრი (Vanilla)

ვანილის არომატი და გემო, რომელიც დამახასიათებელია მუხის კასრებში დაძველებული ღვინოებისთვის.

ვარდისფერი (Rose)

ყურძნის წვენისგან ან ტკბილისგან წარმოებული ვარდისფერი ღვინო, რომელშიც ყურძნის კანი ამოღებული იყო დადუღების დამთავრებამდე.

ვინიფერა

ევროპული საღვინე ყურძნის ოჯახი, რომლისაგანაც მსოფლიოს საუკეთესო ღვინოები მზადდება.

ზეკტი (Sekt)

გერმანული ტერმინი შუშხუნა ღვინოებისთვის.  ზეკტი უმეტესწილად  იწარმოება ჩარმატული პროცესით, და როგორც წესი ეს ღვინო არაფრით არ არის გამორჩეული.

ზომიერად სხეულიანი (Medium-bodied)

ღვინო, რომლის წონა და შემადგენლობა ენაზე სხეულიანსა და მსუბუქს შორისაა.

თამბაქოსებრი (Tobacco)

არომატი, რომელიც ზოგიერთ ცნობილ ღვინოში იგრძნობა.

თაფლუჭი (Mead)

შუა საუკუნეების ევროპაში გავრცელებული თაფლისა და წყლის დადუღებით დამზადებული ღვინო. ბოლო დროს თაფლუჭმა კვლავ პოპულარობა მოიხვეჭა. დღეს ღვინის მწარმოებლები არომატულ თაფლუჭს სთავაზობენ მომხმარებელს.

თეთრი (White)

მსუბუქი ღვინის კლასიკური სახეობა, რომელიც ხასიათდება ყვითელი ფერების სიუხვით და მომწვანო-ოქროსფერში გადადის.

თხელი (Thin)

ღვინო, რომელიც ნაკლებად სხეულიანია, აკლია არომატულობა და ჩვეულებრივ მკრთალი ფერისაა.