Marani Logo

ღვინის ლექსიკონი

კაფსული (Capsule)

ბოთლის ყელზე და საცობზე ჩამოცმული დამცავი ფუტლიარი, რომელიც არ უშვებს ჰაერს ბოთლში და იცავს საცობს გამოშრობისაგან.

კიანტი (Chianti)

ხილის ტონებიანი, მსუბუქი წითელი ღვინო ტოსკანადან (იტალია) რომლის ფერიც შეიძლება იყოს ლალისფერიდან მუქ წითლამდე. ძველად ამ ღვინოს ასხავდნენ ჩალით დაფარულ ბოცებში. იმისათვის, რომ ღვინოს ეწოდოს კიანტი, აუცილებელია მისი დაძველება სამი ამ მეტი წლის მანძილზე.

კიანტი კლასიკო (Chianti Classico)

DOC-ის წითელი კიანტის მეღვინეობის რაიონიდან. იმისთვის, რომ ღვინო ამ სახელით გამოვიდეს ბაზარზე, აუცილებელია ვენახიც და ღვინის ქარხანაც ამ რეგიონში მდებარეობდეს.

კიუვე (Cuvee)

ფარნგული ტერმინი ბევრი ღვინისა ან ნარევისათვის (წვენისათვის).

კლარეტი (Claret)

ხილის ტონებიანი მსუბუქი ღია წითელი ფერის ღვინო, რომლის დუღილის პროცესშიც ძალიან მცირე ჩენჩო იღებს მონაწილეობას. ღვინო ისმევა ახალგაზრდა. ინგლისში ეს ტერმინი გამოიყენება ბორდოს წითელი ღვინოების აღსანიშნავად.

კლერტისებრი (Stemmy)

ზოგიერთი ღვინის სუნი და გემო, რომელიც ვაზის კლერტის გემოს.

კონსტანცია (Constantia)

ლეგენდარული ტკბილი ღვინო სამხრეთ აფრიკიდან, ნაპოლეონის საყვარელი ღვინო. ეს ღვინო იწარმოებოდა მამულში Groot Constantia, რომელიც დღემდე აწარმოებს ღვინოს.

კონტროლირებადი და გარანტირებული წარმოშობის დასახელება (Denominazione di origine controllata e garantita–DOCG)

DOC-ის შემდგომი, უფრო მაღალი საფეხური იტალიის ღვინის მარეგულირებელ სისტემაში, რომელიც აკონტროლებს უმაღლესი ხარისხის იტალიურ ღვინოებს.

კონტროლირებადი წარმოშობის დასახელება (Denominazione di origine controllata–DOC)

ღვინის ხარისხის მარეგულირებელი სისტემა იტალიაში, რომელიც დაარდა 1963 წელს. კანონები იცავენ ღვინის ხარისხს გეოგრაფიულ საზღვრების დადგენის, ყურძნის სახეობების, ალკოჰოლის შემცველობის, მაქსიმალური მოსავლანობის და დაძველების მოთხოვნილებების დადგენის მეშვეობით.

კრახუნა

იმერული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გემური თვისებებით იგი ითვლება საუკეთესო სუფრის ყურძნის ჯიშად. მისგან მზადდება კარგი სხეულიანი, ექსტრატიანი ღვინო საკმაო ალკოჰოლით.