Marani Logo

Wine Glossary

კრახუნა

იმერული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გემური თვისებებით იგი ითვლება საუკეთესო სუფრის ყურძნის ჯიშად. მისგან მზადდება კარგი სხეულიანი, ექსტრატიანი ღვინო საკმაო ალკოჰოლით.

კრიომაცერაცია (Cryomaceration)

თეთრი ღვინოების დამზადების ტექნოლოგია, რომელიც დადუღების წინ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე აყოვნებს დაწურულ ყურძენს ჩენჩოებთან ერთად, რაც აძლიერებს ხილის ტონებს და სხვა არომატებს.

კრუ (Cru)

ხარისხიანი ღვინოების კლასიფიკაციის სისტემა საფრანგეთში, რომელთაგანაც საუკეთესო ღვინოები წარმოდგენილია კატეგორიებში Grand Cru  (უმაღლესი ხარისხის ღვონო) და Premier Cru (პირველი ხარისხის ღვინო).

კუპაჟი (Coupage)

ღვინოში სხვა ღვინის დამატება მისი თვისებების გასაუმჯობესებლად ან გასაძლიერებლად. შეიძლება ერთმანეთს შევურიოთ როგორც ერთიდაიგივე, ასევე სხვადასხვა წლების ღვინოები.

ლაკრიმა კრისტი (Lacrima Christi)

მშვენიერი თეთრი ღვინო (იწარმოება წითელიც) მიღებული ყურძნიდან, რომელიც იზრდება ვულკანურ ფერდობებზე ვეზუვის მთისა. მოქმედი ვულკანი სამხრეთაღმოსავლეთ იტალიაში ნეაპოლის ახლოს. სახელი ნიშნავს: “ქრისტეს ცრემლებს”.

ლამბრუსკო (Lambrusco)

გაზირებული (შუშხუნა), ჩვეულებრივ წითელი, მშრალიდან ტკდილამდე ღვინო ჩრდილოეთ იტალიიდან, დამზადებული იმავე დასახელების ყურძნიდან.

ლექი (Lie)

დურილის ემდეგ ტკბილი იწმინდება და გაუხსნელი ნაწილაკები ფსკერზე ეშვება. ეს შეიძლება იყოს საფუარის ნაწილაკები, ღვინის ქვა, წიპწა და სხვა. ეს ჭუჭყი შეადგენს ლექს, რომლისგანაც მზადდება შესანიშნავი სურნელების არაყი. ან სედიმენტები (ნალექი), რომელიც ილექება ჭურჭლის ფსკერზე.

ლიიბე ფრაუ მილხ (Liebfraumilch)

(საყვარელი ქალის რძე): დაყენებული გერმანული თეთრი და სრულიად ნატურალური, რომელიც გერმანიის ღვინის ექსპორტის 50%-ზე მეტს შეადგენს.

ლიმუზინი (Limousin)

ძველი პროვინცია საფრანგეთში, სადაც დიდი ტყე მდებარეობს. ეს ტყე წარმოადგენს ფრანგული მუხის უმნიშვნელოვანეს წყაროს ღვინის კასრებისათვის.

ლიქიორი (Liqueur)

ტკბილი ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც ჩვეულებრივ სადილის შემდეგ სვამენ. ცნობილია ასევე როგორც გულის მუშაობის მასტიმულირებელი საშუალება.