ღვინის ლექსიკონი
მაგარი (Hard)
|
1. ღვინო, რომელიც არ არის საკმარისად დაძველებული, რათა სათანადო ბალანსს მიაღწიოს. 2. ღვინო სპირტის მაღალი შემცველობით. |
მაგნუმი (Magnum)
|
ბოთლი, რომელიც ჩვეულებრივ – 0,75 ლიტრ მოცულობაზე ორჯერ მეტს იტევს. |
მადეირა (Madeira)
|
მდიდარი, თეთრი, შემაგრებული შერის მსგავსი ღვინო, რომელიც თავდაპირველად იწარმოებოდა პორტუგალიის იმავე სახელწოდების კუნძულზე, დასავლეთ აფრიკის სანაპიროსთან. მადეირას ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობებია: სერიალი, რეინვოთერი (“წვიმის წყალი”), ბოალი (ან ბუალი) და მალმსეი. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც აღმაგრზნებელი საშუალება. |
მადერიზაცია (Maderization)
|
პროცესი, რომელის დროსაც თეთრი ღვინოები სუსტდება და მუქდება ზედმეტი დაძველების, ან ცუდი შენახვის გამო. ტერმინი ნასესხებია ღვინის სახელწოდებიდან “მადეირა”, რადგან ეს ღვინო მუქი ფერისაა. |
მადრე (Madre
|
(დედა-იტ.) კასრის ფსკერზე, დარჩენილი დანალექი. ღვინო, რომელიც შესქელებული იქნა დუღილის შედეგად. უმატებენ ღვინოებს მეტი სხეულიანობის მისაცემად. |
მაკროკლიმატი (Macroclimate)
|
ჰავის სკალის ერთერთი ტერმინი, რომელიც ცნობილია აგრეთვე, როგორც რეგიონული ჰავა. ფართო გაგებით იგი წარმოადგენს მხარეს ან რეგიონს, რომელიც გადაჭიმულია რამდენიმე ათეულ ან ასეულ კილომეტრზე და რომელსაც მსგავსი კლიმატური პირობები ახასიათებს. |
მარანი (Cave)
|
1. მდგრადი ტემპერატურის წყალობით (10-12 გრადუსი) მასში კარგად ინახება ღვინო. ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 80%-ს, საჭიროა, ნიავდებოდეს ზომიერად, უნდა იყოს ბნელი და დაცული ვიბრაციისაგან. 2.ზოგიერთი ფრანგული ღვინის ეტიკეტზე მინიშნებულია “Mis en bouteilles dans nos caves”. ეს ნიშნავს, რომ ღვინო ჩამოსხმულია ბოთლებში მწარმოებლის მარნებში, მაგრამ ეს წარწერა არ წარმოადგენს ხარისხის გარანტიას. |
მარანი (Cellar)
|
ღვინის შესანახი ადგილი, რომელიც არ არის აუცილებელი, მიწისქვეშ მებარეობდეს. მარანი საუკეთესო ადგილია ღვინის დასაძველებლად. იდეალური პირობებია სიბნელე, სიგრილე და მაღალი ტენიანობა. ბოთლები უნდა ინახებოდეს დაწოლილ მდგომარეობაში, რათა საცობები არ გამოშრეს. |
მარსალა (Marsala)
|
იტალიის ყველაზე ცნობილი შემაგრებული ღვინო. იწარმოება კუნძულ სიცილიაზე და ჩვეულებრივ 17%-დან 20%-მდე ალკოჰოლს შეიცავს. ამ ღვინის საუკეთესო სახეობას წარმოადგენს მარსალა სუპერიორი და მარსალა ვერჯინი, რომლებიც შერის ანალოგიურია. გემოთი წააგავს მადერას და მასზე უფრო ტკბილია. |
მარცვლის მოცლა
|
ყურძენს მარცვლებს აცლიან დაკრეფამდე. ეს პროცედურა მთლიანობაში ამცირებს მოცულობას, მაგრამ იძლევა საკმაოდ ხავერდოვან და ნაზ ღვინოს. ამ ხერხს ყვავილობის დროსაც მიმართავენ ხოლმე, ოღონდ, მხოლოდ თეთრი ყურძნისათვის. |
|