Marani Logo

Wine Glossary

ორგანული ღვინო (Organic wine)

ღვინო, დამზადებული ისეთი ყურძნისაგან, რომელსაც არ განუცდია ქიმიური პესტიციდების, ან სასუქების ზემოქმედება.

ორდინალური

1.ახალგაზრდა, საშუალო ხარისხის ჯანმრთელი ღვინო. 2.მასობრივი მოხმარების ღვინო, რომელზეც მითითებული არ არის ყურძნის წარმომავლობის ადგილი.

ოქსიდაცია (Oxidation)

ლაქები, რომელიც უჩნდება ახალგაზრდა ხილოვან თეთრ ნღვინოებს, ასუსტებს მათ და აძლევს მოყავისფრო ფერს.

ოჯალეში

სამეგრელოს წითელყურძნიანი აბორიგენული ჯიში. მისგან ამზადებენ მაღალხარისხოვან წითელ ღვინოებს. ფრანგი მეცნიერი აკადემიკოსი მარი ბროსე ოჯალეშს ბორდოს საუკეთესო ღვინოებს ადარებდა.

პალეტი

პროვანსალის ეს AOC-ი რეგიონში ითვლება საუკეთესოდ კირიანი ნიადაგის წყალობით. წითელ ღვინოებს აქვთ კარგი ფერი და მტკიცე სტრუქტურა. გამოირჩევა დაძველების კარგი პოტენციალით (შეიძლება დაძველდეს ოც წლამდე). თეთრი ღვინოები უფრო დახურულია და მშრალი. აქვს სასიამოვნო არომატი.

პალო კორტადო (Palo cortado)

ღვინის ძალიან იშვიათი სახეობა, რომელიც ამონტილადოს და ოლოროსოს ნაჯვარს წარმოადგენს, ახასიათებს ამონტილადოს არომატი და ოლოროსოს გემო.

პალომინო ფინო

თეთრი ჯიშის ყურძენი, რომელიც ხერესის დასამზადებლად გამოიყენება. ტიპიური პალომინო ფინო-ს ხერესი არის მკრთალი ფერის, მშრალი, მსუბუქად მომჟაო 15,5-17 % ალკოჰოლის შემცველობით.

პიემონტი

მეღვინეობის ცნობილი რეგიონი ჩრდილოეთ იტალიაში, საიდანაცაა წარმოშობილი შესანიშნავი ასტი, ბაროლო, ბარბარესკო, გატინარა. წარმოებაში წითლებიდან დომინირებს ნებიოლო და ბარბერა, თეთრიდან მუსკატი.

პინო ბლანი

არის ორი ჯიში (სახეობა) პინო ბლანი და პინო შარდონე. პირველი პინო გრიდანააწარმოშობილი, ის იძლევა მდიდარ, ძალიან შაქრიან წვენს, მეორე ახლოსაა შარდონესთან. მოჰყავთ გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, საქართველოში. ამ ჯიშის ყურძნიდან დამზადებული ღვინოები იძლევა ტკბილი, ქაფიანი ღვინოების დიდ პალიტრასტი.

პინო გრი

ელზასში ტოკაით წოდებული. ყურძენი მონაცრისფრო-მოწითალოა. მისგან მზადდება სხვადასხვაგვარი ღვინოებს ძალიან მსუბუქ და ქაფიან კაბინეტიდან, მძიმე და ცხიმიან ოსლესამდე (გვიანი რთვლის სინონიმი). არ უნდა ავურიოთ უნგრულ ტოკაიში.