Marani Logo

Wine Glossary

რიოხა (Rioja)

რეგიონი ჩრდილოეთ ესპანეთში, სადაც აწარმოებენ ქვეყნის საუკეთესო წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოების უმეტესობა.

რისლინგი

გერმანული ვაზის მეფე. წარმოშობით ვაზი რინიდანაა. მან შეიძლება მოგვცეს შესანიშნავი ნატურალური და საკმაოდ ელეგანტურიბუკეტის მქონე ღვინო. ის მიეკუთვნება საუკეთესო თეთრ ღვინოებს ალკოჰოლის სუსტი შემადგენლობით, მაგრამ საკმაოდ ბუკეტიანი და შენახვის დიდი პოტენციის მქონეა. ,,ბოტრიტის სინერეას" წყალობით ის საკმაოდ ტკბილ ღვინოებს იძლევა.

რქაწითელი

მაღალხარისხოვანი და სხეულიანი მასალის მომცემი თეთრყურძნიანი ვაზი. ძირითადად გავრცელებულია კახეთში. ახასიათებს მაღალი გემური თვისებები და შენახვის კარგი უნარი. "რქაწითელის" სახელწოდება ვაზის ლერწის რქის წითელი შეფერადებიდან მომდინარეობს. ვაზის ჩამოყალიბება V-VII ს. თარიღდება.

სადესერტო ღვინოები (Dessert wines)

1. დახვეწილი ღვინოები თაიგულის რამდენიმე პლასტით. 2. ტკბილი ღვინო სპირტის დამატებით, ზოგან მას ლიწიორულს უწოდებენ.

საერთო ღვინოები (Generic wines)

სხვადასხვა ყურძნის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინოები, რომელთა დასახელებაშიც არ არის მითითებული ყურძნის ჯიშების დასახელება. საერთო ღვინოების ყველაზე ხშირი  მაგალითებია წითელი და თეთრი “დოქის’’ ღვინოები.

საკე (Sake)

გამჭვირვალე იაპონური ღვინო, რომელიც დამზადებულია ბრინჯის დადუღებით. ჩვეულებრივ ისმევა თბილი, ძალიან პატარა ჭიქებით. ალკოჰოლის შემცველობა მერყეობს 12%-დან 16%-მდე. საკეს ყველაზე ცნობილ სახეობაა სეიშუ. არის აგრეთვე ტკბილი და არომატული საკე, სახელად ტოსო: საკეს ერთერთი სახეობა მირინი კულინარიაში გამოიყენება.

საკუთარი ღვინო (Proprietary wine)

ღვინოები, რომლის სახელიც წარმოიშვა რომელიმე ღვინის ქარხნის, ან მფლობელის სახელის საფუძველზე.

სანგრია (Sangria)

ესპანური გამაგრილებელი სასმელი, რომელც  ღვინისა და ხილისაგან (ძირითადად ლიმნისაგან) მზადდება.

სანელებიანი ღვინო (Mulled Wine)

წითელი ღვინო, რომელსაც დამატებული აქვს შაქარი, ლიმონი და სანელები, კერძოდ: დარიჩინი, მიხაკი და მუსკატის კაკალი. მიირთმევა ცხელი.

საფერავი

კახეთის წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. ცნობილია, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში. უცხოეთში საფერავი ნაწილობრივ გავრცელებულია საფრანგეთსა და ბელგიაში.