Marani Logo

ღვინის ლექსიკონი

სოლერა (Solera)

ღვინის დასაძველებელი კასრების იარუსების ქვედა რიგი, განკუთვნილი ყველაზე ძველი ღვინოებისთვის. ნიშნავს აგრეთვე ღვინის დაყენების სისტემას, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდა ღვინოში ძველის დამატებას მის გასაუმჯობესებლად. დაძველების ეს სისტემა გამოიყენება იერესის გენეროზო ღვინოებისათვის.

სომელიე (Sommelier)

პიროვნება, რომელიც პასუხისმგებელია რესტორნებში ღვინის შეთავაზებაზე.

სორბინ მჟავა

სორბინ მჟავა (sorbic acid) -  ამატებენ ღვინოში განსაზღვრული რაოდენობით. სორბინ მჟავა და მისი მარილები ზრდიან ღვინის შენახვის ვადას საფუარის უჯრედების განვითარების ინჰიბირების გზით, ისე რომ არ ცვლიან მის ორგანოლეპტიკურ თვისებებს.

სოტეღნი (Sauternes)

საფრანგეთის ყველაზე ცნობილი ტკბილი ღვინო, საფრანგეთში არსებობს ხუთი სოფელი, სადაც ასეთი ღვინო მზადდება.

სპუმანტე (Spumante)

1. შუშხუნა თეთრი ღვინო, დამზადებული მუსკატის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც მოდის ჩრდილოეთ იტალიის პიემონტის რეგიონში. ამ ღვინოს “იტალიის შამპანურსაც” უწოდებენ. 2. იტალიური ტერმინი შუშხუნა ღვინისათვის.

სრული (Full-bodied)

ტერმინი ასახავს ღვინის სიმკვრივეს (სხეულს) ან პირში მისი დაგემოვნების თვისებებს. გარდა ამისა, ის ეხება მაგარ ღვინოებს ძლიერი გემოთი და თაიგულით და შაქრის ან ალკოჰოლის შედარებით მაღალი შემცველობით.

სტრუქტურა (Structure)

ღვინის თვისებების ერთობლიობა, რომელიც ხასიათდება შემდგარი მისი მჟავიანობით, ალკოჰოლიანობით, ტანინების შემცველობით და სხვა.

სუნთქვა (Breathing)

ღვინის ბოთლის გახსნა მის დალევამდე გარკვეული ხნით ადრე. წითელ ღვინოს, როგორც წესი, მეტი დრო სჭირდება «სასუნთქად», ვიდრე თეთრს, რომელსაც ეს ხან საერთოდ არ სჭირდება. შუშხუნა ღვინოებს კი «სუნთქვა» არ სჭირდება.

სუნი (Smell)

ღვინის ხარიახის ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელია სუნი. იგი შემდეგი ფაქტორებით განისაზღვრება: არომატი, თაიგული და ყნოსვა. თუ ღვინოს ეს თვისებები  არ ახასიათებს, ე. ი. ღვინო ცუდია, ან ზედმეტად დაძველებული.

სურნელოვანი (Fragnant)

ძალიან არომატული და ყვავილოვანი ღვინო. არსებობს სუნელებისა და ხილის სხვადასხვა არომატები, როგორებიცაა: ანანასის, შავი მოცხარის, ატმის, გარგარისა, ვაშლის და სხვა. ღვინოში ხილის სურნელების უპირველესი განმსაზღვრელია ყურძნის ჯიში.