Marani Logo

Wine Glossary

სუფთა (Clean)

ღვინო უსიამოვნო სუნის ან გემოის გარეშე.

სხეული/სიმკვრივე (Body)

ჩვეულებრივ იხმარება პირში  ღვინის “სიმძიმის” ასაღწერად. ღვინოები შეიძლება დაიყოს მსუბუქ-, ზომიერად და სრულ-სხეულიან ღვინოებად. კაბერნე სოვინიონი წარმოადგენს სრულ-სხეულიანი ღვინის მაგალითს, სოვინიონ ბლანი კი – მსუბუქ-სხეულიან ან ზომიერად სხეულიან ღვინოს.

ტანინი (Tannin)

მწარე, მთრთიმლავი ნივთიერება, რომელიც მოიპოვება წიპწაში, კლერტში და ყურძნის კანში. ტანინები შეიძლება ღვინომ შეიწოვოს ხის კასრისაგანაც. პირში იწვევს მქლერტავ და წებოვან შეგრძნებას.

ტანინიანი (Tannic)

ღვინო, რომელშიც ტანინები ჭარბობს ხილის არომატს და სხვა თვისებებს. ტანინიანი ღვინო კარგად არ არის გაწონასწორებული.

ტაფელვაინი (Tafelwein)

გერმანული ტერმინი მაგიდის ღვინისათვის.

ტემპერატურა (Temperature)

ყველა ტიპის ღვინოს დალევის ოპტიმალური ტემპერატურ აქვს: თეთრი მშრალი ღვინოებისაღვის ესაა 8–12 გრადუსი, თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინოებისათვის – 6-8 გრადუსი; მსუბუქი წიტელი ღვინოებისათვის – 10-12 გრადუსი; სრული წითელი ღვინოებისათვის – 18-22 გრადუსი. ტკბილი, ქაფიანი და შამპანური ღვინოებიათვის 6–9 გრადუსი. ვარდისფერი და წითელი ღვინოებისათვის – 10–14 გრადუსი. ნაკლებტანინიანისათვის 15–16 გრადუსი.

ტოკაი

შესანიშნავი უნგრული ღვინო. მზადდება გადამწიფებული ან "კეთილშობილური სიდამპლით" დაზიანებული ყურძნისაგან. დამზადებისას გამოიყენება ტრადიციული, ორიგინალური ტექნოლოგია. ტოკაის ღვინოები გამოირჩევა ჰარმონიულობით, თაფლისა და ქიშმიის არომატით.

ტოსკანა

ტრადიციული მეღვინეობის სამშობლო იტალიაში.. ტოსკანა იყო ღვინის ექსპერიმენტების ძირითადი ცენტრი.  ხარისხიანი ღვინოების წარმოშობაში დომინირებს ვაზის ჯიშები – სანჟიოვეზი და ტრებიანო. თეთრებისათვის – შარდონე. 

ტყავისებრი (Leather)

ზოგიერთი წითელი ღვინის კეთილშობილი არომატი, რომელიც გამოწვეულია ბოთლებში გამათხელებელი (აღმდგენელი) დაძველების წყალობით.

უბრალო (Simple)

არართული, ორდინალური ღვინო.