Wine Glossary
ქარვისფერი (Amber-colored)
|
ფერი, რომელსაც ზოგიერთი ახალგაზრდა თეთრი ღვინო დაჟანგვის შედეგად იღებს. |
ქაფიანი (Mousseux)
|
ფრანგული ტერმინი შუშხუნა ღვინისათვის. |
ქაფიანი (Petillant)
|
ფრანგული ტერმინი ოდნავ შუშხუნა ღვინისათვის. |
ქიშმიშისებრი (Raisiny)
|
ქიშმიშის მსგავსი სუნი ღვინოებში, რომლებიც გადამწიფებული ყურძნისგანაა დამზადებული. |
ქორფა (Fresh)
|
თეთრი ან ვარდისფერი ღვინო ალკოჰოლისა და მჟავიანობის კარგი წონასწორობით. |
ქოშერული ღვინო (Kosher wine)
|
ღვინო ტრადიციულად დამზადებული ყურძნიდან: კონკორდი და იუდაური კანონით რაბინის ხელმძღვანელობით (ზედამხედველობის). |
ღვინის გასასინჯი (Tastevin)
|
ლამბაქის ფორმის პატარა ფინჯანი, რომელიც ოფიციანტების მიერ ღვინის დასაგემოვნებელად გამოიყენება. ჩვეულებრივ, ეს ფინჯანი დამზადებულია კარგად გაპრიალებული ვერცხლისაგან, მას აქვს პატარა ნაჩვრეტები, რომლებიც დამგემოვნებელს საშუალებას აძლევს შეაფასოს ღვინის ფერი და გამჭვირვალობა. |
ღვინის მაგისტრი (Master of wine)
|
წოდება, რომელსაც ანიჭებს 1953 წელს ინგლისში დაარსებული მეღვინეობის ინსტიტუტი. ეს არის განსაკუთრებული ორგანიზაცია, რომელიც მოითხოვს მკაცრი, სამდღიანი გამოცდის ჩაბარებას. ამ წოდების მქონე პიროვნებას შეუძლია თავისი სახელის შემდეგ მიუთითოს წოდება M.W. |
ღვინის სარდაფი (Chai)
|
მარნისგან განსხვავებული მიწისზედა სათავსო საფრანგეთში, რომელიც გამოიყენება ღვინის შესანახად და დასაძველებლად. განსაკუთრებით პოპულარულია ბორდოში. |
ღვინის ქვა (Tartar)
|
უვნებელი ნივთიერება, “ტარტარული მჟავა”, რომელიც ფერმენტაციის დროს იხსნება, მაგრამ თუ ღვინო გაცივდა კასრში ქვა კრისტალდება და ილექება ღვინოში. ზოგჯერ შეიძლება ბოთლის ძირშიც შეგვხვდეს. |
|