ღვინის ლექსიკონი
ღვინო (Wine; Vino, ect)
|
ყურძნის ტკბილის დადუღების შედეგად მიღებული ნატურალური სასმელი. |
ღვინომასალა
|
ღვინომასალა ყურძნის დუღილის შედეგად მიღებული ნახევარფაბრიკატი. |
ყვავილოვანი (Flowery)
|
ყვავილების ნაზი, ფაქიზი გემო და არომატი, რომელიც ზოგიერთ ღვინოს ახასიათებს. არ უნდა აგვერიოს სიტკბოში. |
ყნოსვა (Nose)
|
ტერმინი, რომელიც დეგუსტატორების მიერ ღვინის სუნის აღსაწერად გამოიყენება. |
ყურძნის ტკბილი (Must)
|
ყურძნის წვენის, კლერტის, ყურძნის ჩენჩოების, წიპწების და ლბილობის ნარევი დადუღებამდე. |
შაკოლი (Chacoli)
|
მოუმწიფებელი ყურძნისაგან დამზადებული მსუბუქი მჟავიანი ღვინო ბასკეთიდან. აქვს 9% ალკოჰოლური შემცველობით. |
შამპანი (Champagne)
|
პარიზიდან 75 მილით დაშორებული რეგიონი, სადაც 300-ზე მეტი სოფელია. აქ აწარმოებენ მსოფლიოში ყველზე ცნობილ შუშხუნა ღვინოებს. მხოლოდ აქ წარმოებული ღვინოები შეიძლება სამართლიანად იწოდებოდეს შამპანურად. კლიმატური პირობების – რბილი ზამთრისა და ცარციანი ნიადაგის წყალობით შამპანში გაზრდილი პინო ნუარი და შარდონე შესანიშნავ ღვინოებს იძლევა. |
შამპანური
|
ჰერმეტულ ჭურჭელში, წნევის ქვეშ, შაქრის მეორადი დუღილის შედეგად მიღებული ნახშიროჟანგით გამდიდრებული ღვინო. |
შაპტალიზაცია
|
ეს ოპერაცია ნიშნავს ტკბილში შაქრის მომატებას ალკოჰოლის გაზრდის მიზნით. ეს საკმაოდ ძველი მეთოდია. XVII ს-ში ამ მიზნით ტკბილს უკვე უმატებენ თაფლს. შაპტალიზაციით შესაძლებელია გამოკეთდეს ცუდი წლების ღვინო. შაპტალიზაციის სიჭარბე ღვინოს მატებს ზომაზე მეტ ალკოჰოლს და ღვინოს არაბალანსირებულს ხდის. |
შარდონე
|
მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული თეთრი ყურძნის ჯიში, რომლისგანაც სხვადასხვაგვარი ღვინო მზადდება. ვაზი ძლიერია და გამძლე. ისრდება შამპანის რეგიონში, ელზასში, შვეიცარიაში გერმანიაში, საქართველოში, არგენტინაში და სხვა. |
|