ღვინის ლექსიკონი
შუშხუნა ღვინო (Sparkling wine)
|
ღვინო, რომელიც ნახშიროჟანგის გაზის ბუშტულებს შეიცავს. ეს გაზი დადუღების თანა პროდუქტს წარმოადგენს. |
ჩალისებრი (Straw)
|
სუფთა თეთრი ღვინო, რომელსაც ჩალისფერი დაჰკრავს. |
ჩამოსხმულია შატოში (Chateau Bottled)
|
ნიშნავს, რომ ღვინო ჩამოსხმულია ბოთლებში იმ შატოში, რომლის სახელიც მითითებულია ეტიკეტზე. ეს პრაქტიკა შემოღებული იქნა საფრანგეთში, განსაკუთრებით ბორდოში, ფალსიფიცირებასთან საბრძოლველად. ყველა ხარისხიანი ფრანგული ბორდოს ღვინოების ეტიკეტზე მინიშნებულია: “ჩამოსხმულია შატოში” (“Mis en bouteille au chateau”) ან “ჩამოსხმულია მამულში” ("Mis en Bouteille au Domaine"). ეს ღვინოები მაღალი ხარისხისაა. დღესდღეობით ძნელია იმის მტკიცება, რომ შატოში ჩამოსხმული ღვინო სხვებზე მაღალი ხარისხისაა. |
ჩინური
|
ქართლის თეთრყურძნიანი აბორიგენული ჯიში. მისი სახელწოდება წარმოსდგება "ჩინებულისაგან" (საუცხოო). გამოირჩევა, როგორც მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიში. მისგან ამზადებენ სუფრის ღვინოებს. იყენებენ შამპანურის ღვინომასალად. |
ჩხავერი
|
გურიის ვარდისფერი ყურძნის აბორიგენული ჯიში. მისგან დამზადებული ღვინოები გამოირჩევა სინაზით, სასიამოვნო გემოთი და ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით. |
ჩხვლეტა (Prickle)
|
ზოგიერთ ახალგაზრდა ღვინოში არსებული ძალიან წვრილი ბუშტულები. |
ცინცხალი (Crisp)
|
ნორჩი და ცოცხალი ღვინო მჟავიანობის კარგი წონასწორობით. |
ციცქა
|
იმერეთის თეთრყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიში. მისგან აყენებენ მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს. |
ცოლიკაური
|
იმერეთის თეთრყურძნიანი ვაზის უნიკალური აბორიგენული ჯიში. გამოირჩევა ძვირფასი სამეურნეო თვისებებით, სოკოვან დაავადებათა მიმართ კარგი გამძლეობით, უხვმოსავლიანია. მისგან დამზადებული ღვინო საკმაოდ მაღალი ხარისხისაა. |
ცოცხალი (Lively)
|
ღვინო მაღალი მჟავიანობით და ცოცხალი, ქორფა გემოთი. ეს ტერმინი გამოიყენება აგრეთვე შუშხუნა ღვინოებისათვის სასიამოვნო შუშხუნით. |
|