Marani Logo

ღვინის ლექსიკონი

ცრემლები (Tears)

ღვინის მიერ ჭიქის კედელზე დატოვებული ზეთოვანი კვალი, რომელიც იმის მანიშნებელია, რომ ღვინო მდიდარია ალკოჰოლით, შაქრით და გლიცერინით.

ცხარე (Spicy)

სანელების (მაგ. დარიჩინი, მიხაკი, აპილპილი) არომატი და გემო რომელიც ყურძნის ჯიშითაა განპირობებული.

ცხიმოვანი (Buttery)

1.არომატი, რომელიც სასურველია  ხარისხიანი ღვინოებისათვის, განსაკუთრებით თუ ისინი დამზადებულია მალოლაქტიკური დადუღების მეთოდით. 2.ტერმინი იხმარება რბილი და ტკბილი ღვინოების აღსანიშნავად. სიტკბოს დიდი შემცველობის გამო ის კვალიფიცირდება, როგორც ტკბილი.

ძმარმჟავა (Acetic acid)

წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქროლად მჟავას, რომელიც ღვინოში გვხვდება. მისი მცირე რაოდენობა დადებითად მოქმედებს ღვინის მიმზიდველი სურნელის შექმნაზე, მაგრამ დიდი რაოდენობა ღვინოს ძმრის გემოს უჩენს.

წარმოშობის კონტროლირებადი ზონა (Appellation d’Origine Contrôlee-AOC)

საფრანგეთში წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ღვინო ხარისხიანია და დამზადებულია კონტროლირებად ზონაში მოკრეფილი ყურძნისგან განსაკუთრებული მეთოდით, ყურძნის იმ სახეობების გამოყენებით, რომლებიც დაშვებულია ამ ღვინისათვის, ხოლო წარმოებული ღვინის ოდენობა შეზღუდულია. AOC მკაცრად აკონტროლებს ვაზის ნარგაობას; ღვინოში შაქრისა და ალკოჰოლის შემცველობას; ზვრების ფართობებსა და მეღვინეობის მეთოდებს. AOC-ის ღვინოების ხარისხი გარანტირებული არ არის, მაგრამ მის მიერ აღიარებული ღვინოები ჩვეულებრივ უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე ის ღვინოები, რომლებსაც AOC-ი არ სცნობს.

წვიმის წყალი (Rainwater)

მადეირას ერთ-ერთი სახეობა, რომლის სახელიც მე-18 საუკუნის ინგლისში წარმოშვა. დღესდღეობით ამ სახელითაა ცნობილი მადეირას ზომიერად მშრალი სახეობები.

წითელი (Red)

ღვინის ერთ-ერთი ძირითადი კატეგორია, სადაც გაერთიანებულია შავი ყურძნისგან დამზადებული ღვინოები, რომლებიც დადუღებულია ყურძნის კანთან ერთად. ამ ტიპის ღვინოების სრული სპექტრი მოიცავს ღია ალუბლისფერიდან მოლურჯო შავამდე ფერის ღვინოებს.

წითელი (ღაჟღაჟა) ღვინო (Blush Wine)

ვარდისფერი ღვინო, დამზადებული ერთი ჯიშის  ყურძნის წვენიდან ან ტკბილისაგან, რომელსაც კანი დადუღების დასრულებამდე მოაცილეს.

წყნარი ღვინო (Still wine)

ღვინოები ნახშირორჟანგის ბუშტულების გარეშე.

ჭაჭა (Marc)

ნარჩენი, რომელიც ყურძნის წნეხში გატარების შედეგად რჩება. შეიძლება გამოყენებული იყოს არყის გამოსახდელად.