Marani Logo

Wine Glossary

ბრენდი

ღვინის დისტილირების შედეგად მიღებული მაგარი ალკოჰოლის შემცველობის სასმელი.

ბრმა დეგუსტაცია (Blind Tasting)

ღვინის დეგუსტაცია, რომლის მსვლელობაშიც დეგუსტატორმა არ იცის, თუ რომელ ღვინოებს სინჯავს. ყველა კონკურენტული დეგუსტაცია ბრმად ტარდება.
 

ბრუნელო მონტალჩინო (Brunello Montalcino)

ბრუნელოს ჯიშის ყურძენი, რომელიც იტალიაში, სამხრეთ ტოსკანაში იზრდება. მისგან მზადდება სრული, მდიდარი, მძლავრი, დაძველების კარგი პოტენციალის მქონე ღვინოები, რომლებიც, DOCG-ის მოთხოვნის თანახმად, სამნახევარი წლის განმავლობაში უნდა ძველდებოდეს კასრებში და დაწურვიდან სულ ცოტა, ოთხი წლის შემდეგ გავიდეს გაყიდვაში. როსსო დი მონტალჩინო (მონტალჩინოს წითელი), რომელიც ასევე ბრუნელოს ჯიშის ყურძნისაგან მზადდება, შეიძლება კასრში დაძველების გარეშე გაიყიდოს.

ბრუტი (Brut)

შამპანურის, ან სხვა შუშხუნა ღვინოების ყველაზე მშრალი ტიპი. თუმცა, ყველზე მშრალი ღვინოებიც შეიცავს სულ ცოტა შაქარს მაინც.

ბრწყინვალე (Brilliant)

აღწერს ღვინოს, რომელსაც აქვს ნათელი, სუფთა შეხედულება, ანკარა ანარეკლებით.

ბუკეტი (Bouquet)

არომატების კომბინაცია, რომელიც ახასიათებს უკვე დაყენებულ ღვინოს და რომელიც წარმოიქმნება ღვინის დადუღების და დაძველების პროცესში, არა აქვს მნიშვნელობა, ხდება ეს კასრში თუ ბოთლში.

გადასხმა (Decant)

ღვინის ფრთხილად გადასხმა ერთი ბოთლიდან მეორეში, ისე რომ არ ავამღვრიოთ პირველი ბოთლის ძირში დარჩენილი ნალექი.

გადაღება (Racking)

ლექისგან სუფთა ღვინის მოცილების პროცესი, ღვინის ერთი ცისტერნიდან ან კასრიდან მეორეში გადაღების მეშვეობით. საუკეთესო ღვინოები, როგორც წესი, რამდენჯერმე არის გადაღებული ბოთლში ჩამოსხმამდე.

გამეი (Gamay)

უფრო ხშირად მზადდება ბოჟოლეში. ისმევა ახალგაზრდა, კარგად ეხამება პინო ნუარს. გამეი მას აძლევსსიცინცხლესა და ხილის არომატს. მისგან დამზადებული ღვინოები შესანიშნავად ინახება.
 

განვითარებული (Developed)

ღვინო, რომელმაც გაიარა ცვლილებები დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში.