ღვინის ლექსიკონი
გარაფეირა (Garrafeira)
|
პორტუგალიურად ღვინის მარანს ნიშნავს. ღვინის ეტიკეტზე ეს ტერმინი ნიშნავს ღვინოს პორტუგალიიდან, რომელიც სულ მცირე ორი წლის განმავლობაში ძველდებოდა ხის ჭურჭელში, ერთი წელი კი – ბოთლში, და გამოიყენება საუკეთესო ხარისხის პორტუგალიური ღვინოების აღსანიშნავად. |
გაფილტვრა
|
გაფილტვრა ღვინის მექანიკური გაწმენდის მეთოდი, რომელიც მიმართულია სითხეში კედლების გასწვრივ და აკავებს თავის მხრივ ნარჩენებს. გაფილტვრა ხელს უწყობს არასასურველი ფერმენტების დაკავებას, ღვინოს აჯანმრთელებს და ხოცავს მიკრობების ჩანასახებს. |
გაფილტვრა (Filtering)
|
შუშხუნა ღვინის გაწმენდა მეორადი დუღილისას წარმოქმილი დანალექებისაგან. |
გემო (Taste)
|
ღვინის გემოს განაპირობებს მთელი რიგი თვისებების კომბინაცია: მჟავიანობა, ალკოჰოლის და შაქრის შემცველობა, ტანინებისა და სხვა ელემენტების თანაფარდობა, რომელიც უნიკალურია ყოველი კონკრეტული ღვინისათვის და მის განსაკუთრებულ გემოს განაპირობებს. |
გვიან მოკრეფილი მოსავალი (Late harvest)
|
ღვინოები, რომლებიც დამზადებულია ყურძნიდან, რომელიც მოკრეფილია ძალიან მოწეული და ბოტრტისით (კეთილშობილი სიდამპლე) დაავადებული. გვიანი მოსავლის ღვინოები ძალიან ტკბილია და ჩვეულებრივ მიირთმება როგორც სადესერტო ღვინოები. |
გვირგვინი (Crown)
|
ფორმა, რომელსაც ქმნიან კარგი შუშხუნა ღვინის ან კავას ამოსული ბუშტულები, როდესაც ისინი ზედაპირს აღწევენ. |
გორული მწვანე
|
თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის ჯიში ქართლიდან. მისგან მზადდება სუფრისა და შამპანურის ტიპის ბუნებრივად შუშხუნა ღვინოები. |
გრან რეზერვა (Gran reserva)
|
ღვინო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ძველდებოდა მუხის კასრებსა და ბოთლებში. თუ ღვინის ეტიკეტზე მითითებულია “გრან რეზერვა”, ეს ნიშნავს, რომ ღვინო სულ მცირე სამი წელი მაინც ძველდებოდა. |
გრაპა (Grappa)
|
იტალიური მშრალი მაღალალკოჰოლური სასმელი, გამოხდილი ყურძნის ჭაჭიდან, რომელსაც ჩვეულებრივ სადილის შემდეგ სვამენ. |
|